საზოგადოებრივ მაუწყებელზე 102 გადაცემის დახურვა იგეგმება

© photo: Sputnikპირველი არხი
პირველი არხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი ტელეარხისა და ორი რადიოსადგურის გაერთიანებას წარმოადგენს.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ყველა ტელეგადაცემის შეჩერებას აპირებს, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა.

პირველი არხი - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივ მაუწყებელს სათავეში ვასილ მაღლაფერიძე ჩაუდგა

ამის შესახებ ცნობილი პრესკონფერენციაზე გახდა, სადაც ახლადარჩეულმა გენერალურმა დირექტორმა წარმოადგინა განვითარების სამწლიანი გეგმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა 2017-2019 წლებში“. მაღლაფერიძე გენერალურ დირექტორად იანვრის დასაწყისში აირჩიეს.

„მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე, ტექნიკური საშუალებებიდან გამომდინარე, აუცილებელია მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა. ასევე საჭიროა თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია, გამოთავისუფლებული თანხის მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად და მაუწყებლის ყველა სეგმენტზე კონკურენციის პრინციპზე გადასვლა“, — განაცხადა მაღლაფერიძემ.

ოპტიმიზაციის შედეგად დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება და 2017-2019 წლებში, სამი წლის განმავლობაში ხელახლა აღჭურვაზე, არქივის გაციფრებაზე და რეგიონულ ოფისებზე 45 მლნ ლარი დაიხარჯება, აღნიშნა მაღლაფერიძემ.

„ტელევიზიას ტექნიკური კოლაფსი და მაუწყებლობის შეწყვეტა ემუქრება და, შესაბამისად, ტექნიკური მიზეზების გამო მაუწყებლობის შეჩერება გვემუქრება“, — აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს 39 მლნ ლარი და ყველა ამოცანა ამ თანხით უნდა გადაიჭრას.

ტელეკამერა - Sputnik საქართველო
ქართული ტელევიზიების ბედი: რა ელოდება „მაესტროს“, „იმედსა“ და GDS-ს

ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და მათი მომხრეები, რომლებიც მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აპროტესტებენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორი ტელეარხისა და ორი რადიოსადგურის გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაუწყებელს სამეურვეო საბჭო მართავს. გენერალურ დირექტორს ექვსი წლით ირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური 2016 წლის ნოემბერში გახდა, თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გიორგი ბარათაშვილის წასვლის შემდეგ.

მაღლაფერიძე 2014-2016 წლებში ტელეარხ GDS-ზე პროგრამა „2030“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობდა (გადაცემა მანამდე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიჰყავდა). მანამდე, 2012 წელს მაღლაფერიძე „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. არხი ივანიშვილს ეკუთვნოდა.

ყველა ახალი ამბავი
0