სამკურნალო მცენარეები. ეკალღიჭი

© Flickr / Vahe Martirosyanეკალღიჭი
ეკალღიჭი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკალღიჭი, იგივე ეკალა კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, სიფილისის სამკურნალოდ. კარგად წმენდს სისხლს; ეფექტურია დეპრესიის დროს, იყენებენ მრავალი ნერვული აშლილობისას. მცენარეს აქვს სექსუალური ფუნქციის აღდგენის უნარი.

ეკალღიჭი (Smilax excelsa) ლიანა მცენარეა. ეკუთვნის შროშანასებრთა (Liliaceae) ოჯახს. აქვს გრძელი დაკლაკნილი ეკლიანი ღერო; ფოთოლი ფორმით სამკუთხა კვერცხისებული ან მომრგვალო კვერცხისებურია. ნაყოფი წითელი ფერის კენკრაა. ყოველი ფოთლის ძირში ორი ულვაში აქვს, რომლებითაც ეჭიდება საყრდენ მცენარეებსა და საგნებს. საქართველოში გავრცელებულია ყველგან – ვაკე–დაბლობებსა და მთებისწინა ზოლში, ფართოდ არის გავრცელებული ტყეებში, განსაკუთრებით ჭალის ტყეებში, სადაც ძალიან მაღლა ადის ხეებზე და იმგვარად იხლართება, რომ ხშირად ტყეს გაუვალს ხდის.

© FB/ Crocus.co.ukეკალღიჭი
ეკალღიჭი - Sputnik საქართველო
ეკალღიჭი

ეკალღიჭს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს, განსაკუთრებით ცნობილია ის, როგორც ეკალა, ასევე ბრწამლი, ბურწუმელა, ბურწუმელი, კანკრა, კურწუმელა, კურკანტელა, კინკარუჟა, პრაწუნა, ღინჭა, ღიჭა, ღიჭი, შაშვიპურა, ყურწუმელა, ძიგურა.

ეკალღიჭს მარავალი სამკურნალო თვისება გააჩნია. მისი ნორჩი ტოტები გამოიყენება საკვებად – ამზადებენ მხალს.

ზღმარტლი - Sputnik საქართველო
სამკურნალო მცენარეები. ზღმარტლი

ეკალღიჭი შეიცავს 1,6 პროცენტამდე შაქარს, 3,4 პროცენტამდე პროტეინს, 20 პროცენტამდე ვიტამინ С–ს; მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს – 0,52%-ს. მის ქიმიურ შემადგენლობაშია საპონინი, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, სმილაცინი, ფისოვანი ნივთიერებები. საკვები ნივთიერებების შემცველობით ის ბოსტნეულთა შორის ერთ–ერთ პირველ ადგილზეა და ამით პარკოსნებს უახლოვდება.

ეკალღიჭი კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტების, ართროზების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, სიფილისის სამკურნალოდ. კარგად წმენს სისხლს.

ეკალღიჭი კარგია დეპრესიის, დაღლილობის დროს, იყენებენ მრავალი ნერვული აშლილობის დროს. ასევე, მცენარეს აქვს სექსუალური ფუნქციის აღდგენის უნარი, ის ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, ამცირებს ქალებში პოსტმენსტრუალურ პრობლემებს. აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.

© FB/ Crocus.co.ukეკალღიჭი
ეკალღიჭი - Sputnik საქართველო
ეკალღიჭი

ფსორიაზთან საბრძოლველად უფრო ეფექტურია, თუ ეკალღიჭის ფესვებს სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენებთ. მაგალითად, აიღეთ 25 გრამი ეკალას ფესვები, 10 გრამი მარწყვის ფოთოლი, 10 გრამი მაყვლის ფოთოლი და 10 გრამი ხეჭრელის ფესვები. შეურიეთ ერთმანეთს. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ¼ ლიტრი თბილი წყალი და გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ გადაწურეთ. რეკომენდებულია დღეში 2–3 ჭიქის მიღება.

სახსრების რევმატიზმისა და პოდაგრის დროს: 2 ჩაის კოვზ ფესვებს დაასხით ¼ ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 10–15 საათი. შემდეგ გადაწურეთ და თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე გაათბეთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.

ეკალღიჭის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ზომიერება, რადგან ის იწვევს საჭმლის მომნელებელი ლორწოვანი ორგანოების გაღიზიანებას. ასევე არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით

ყველა ახალი ამბავი
0