თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. 2017 წლის იანვარში, გასული წლის იანვართან შედარებით, რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 198%-ით გაიზარდა და 2,9 მილიონი ბოთლი შეადგინა.
2017 წლის იანვარში საქართველოდან სულ 4,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის იანვრის მონაცემებზე 184%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ამ პერიოდში საქართველომ 26 ქვეყანაში 8,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაგზავნა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
იანვრის მონაცემებით, უკრაინა, სადაც 403 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა. უკრაინაში მიწოდებული ექსპორტის ზრდამ 102% შეადგინა. იმპორტირებული ქართული ღვინის მიხედვით ჩინეთი მესამე ადგილზეა — 372, 4 ათასი ბოთლი. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 725% შეადგინა.
ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორების ხუთეულში ასევე შედიან პოლონეთი – 156,3 ათასი ბოთლზე მეტი, და ყაზახეთი – დაახლოებით 106,3 ათასი ბოთლი. იანვარში პოლონეთში ექსპორტის მოცულობა 37%-ით გაიზარდა, ყაზახეთში კი 164%-ით.
მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში აშშ–ში ექსპორტი 100%-ით გაიზარდა, ესტონეთში — 250%-ით, ლატვიაში — 84%-ით, დიდ ბრიტანეთში — 113%-ით, ლიტვაში — 21%-ით, ყირგიზეთში 186%-ით და ა.შ.