საქართველოში ქალები შესაძლოა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიონ

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ კანონპროექტის ავტორი გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეყრდნობა.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მოქალაქე ირინა ბარბაქაძე საქართველოს პარლამენტს ქალებისათვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას სთავაზობს.

მან უკვე შეიტანა შესაბამისი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში, რომელმაც მიმდინარე წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა მისი ინიციატივა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

დოკუმენტის ავტორი ირინა ბარბაქაძე მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონის პრინციპებს ეყრდნობა და თვლის რომ უნდა იქნეს შემოღებული ისეთი ცნება, როგორიცაა „ჯარისქალი“ და რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო უნდა გახდეს ქალებისათვისაც. 

მოქმედი კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევიან მამაკაცები 18-დან 27 წლამდე. ჯარში სამსახურის უფლება ქალებსაც აქვთ ნებაყოფილობით. 


ყველა ახალი ამბავი
0