გვარამიას აუდიოჩანაწერის გავრცელებაზე შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს შსს
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერის გამავრცელებელს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს შსს–მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს „პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას“, რაც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყოველკვირეულმა საინფორმაციო–ანალიტიკურმა გაზეთმა “Украинская революция" ორშაბათს გვარამიასა და ადეიშვილს შორის შემდგარი სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ისინი საქართველოს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძისთვის, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ, ქრთამის სახით 3 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის საკითხზე საუბრობენ.

აუდიოჩანაწერში სხვა გვარიც ფიგურირებს — მამუკა ახვლედიანის. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, რომელმაც ქრთამის სახით 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოითხოვა, მაგრამ გაურკვეველია რისთვის.

თავად გვარამიამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა უარჰყო და მას „უმოწყალო მონტაჟი“ უწოდა.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამია მოსამართლეთა მოსყიდვის შესახებ საუბარს უარყოფს

„რუსთავი 2“–ის საქმეზე სასამართლო განხილვა 2015 წლის აგვისტოს დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა.

იმავე წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა. ტელეარხის ამჟამინდელმა მფლობელებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც 2016 წლის ივნისში გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მაშინ „რუსთავი 2“–ის იურისტებმა საჩივარი უმაღლეს სასამართლოში შეიტანეს. ამჟამად საქმე გადაცემულია უმაღლესი სასამართლოს დიდი პალატისთვის, რომელშიც პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე შედიან. სხვა მოსამართლეთა ვინაობა დადგენილი არ არის. 

მოსალოდნელი იყო, რომ „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის 25 იანვრამდე გამოიტანდა, მაგრამ ეს არ მოხდა.


ყველა ახალი ამბავი
0