თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობებს მოაგვარებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Fox News-ზე დაყრდნობით.
არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ამ დღეებში გავა ეთერში, ტრამპმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ რუსეთი აშშ-ს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ასევე მსოფლიოში ისლამურ ტერორიზმთან საკვანძო ბრძოლაში დაეხმარება.
ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ არ იცის, როგორი ურთიერთობები ჩამოყალიბდება მათ შორის.
„შევთანხმდებით თუ არა? წარმოდგენა არ მაქვს“, — აღნიშნა ტრამპმა.
Fox News-თვის მიცემული ინტერვიუს ეთერში სამ ნაწილად გავა — კვირას, ორშაბათსა და სამშაბათს.