თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ორმა უცნობმა ბრაკონიერებმა ბორჯომი- ხარაგაულის ნაციონალურ პარკში შველს ესროლა, ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი- 2“ იტყობინება. მოესმათ რა გასროლის ხმა, პარკის რეინჯერები ბრაკონიერებს გამოედევნენ,თუმცა მათი დაკავება ვერ მოახერხეს, მაგრამ აღმოაჩინეს დაჭრილი შვლის ნუკრი, რომელიც პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მიიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
„ჭრილობა დავათვალიერეთ და დაჭრილ ცხოველს პირველად სამედიცინო დახმარებაც აღმოვუჩინეთ, იმედი მაქვს, რომ ის იცოცხლებს, რის შემდეგაც მას ბუნებაში გავუშვებთ“- განაცხადა ბორჯომი-ხარაგაულის ნაციონალური პარკის დირექტორმა ლევან ტაბუნიძემ.