აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩები საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას ულოცავენ

© photo: Sputnik / Stringerგოგონა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით
გოგონა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიულოცეს საფრანგეთის ელჩმა ქვეყანაში პასკალ მენიემ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია მიულოცეს.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე შევიტყე. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს მიღწევებში — შეუერთდეს ევროატლანტიკურ ოჯახს. ვულოცავ თქვენს ქვეყანას ამ მიღწევას“, — თქვა იან კელიმ ტელეკომპანიის Imedi ეთერში.

დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, საქართველომ დიდი შრომა ჩადო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების საქმეში.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
SHENGEN-აცვალე, ანუ ყველაზე სახალისო ფეისბუქ-კომენატრები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ამბავია საქართველოსთვის. ვიცი, რომ თქვენმა ქვეყანამ ბევრი იშრომა ამის მისაღწევად. ეს იმის სიმბოლოა, რომ საქართველო წინ, ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოებისკენ მიიწევს“, — აღნიშნა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

მანამდე საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მიულოცეს საფრანგეთის ელჩმა ქვეყანაში პასკალ მენიემ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

ყველა ახალი ამბავი
0