SHENGEN-აცვალე, ანუ ყველაზე სახალისო ფეისბუქ-კომენატრები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიფეისბუქი
ფეისბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოკლედ, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, ქართველი ვიზალიბერალიზაციასაც იუმორით შეხვდა. ჩვენ ყველაზე სასაცილო კომენტარებს მოვუყარეთ თავი და ახლა ერთად გაგაცნობთ მათ.

ზურა ბაუჟაძე: ავიარეისები 37 ევროდ ევროპის ქალაქებში შესრულდება ამბროლაურის აეროპორტიდან დღეში ერთხელ!

გიორგი ნავროზაშვილი: ვინც ვრჩებით, სადმე ერთ ეზოში ვიცხოვროთ რაა.

ნინო თომაძე: ახლა ამ ბიომეტრიულ პასპორტებზე ატყდება ამბავი – ეშმაკის მახეაო

მალხაზ თოფურია: სურამთან ჩავიარე, ჰამბურგერებს იქნევდენ ქალები

ზურა ბაუჟაძე: აღდგომას საფლავზე კვერცხის გადამგორებელი დარჩება ამ ქვეყანაში?

ფიქრია მამულაიშვილი: ბონჟუუღ ეუღოპ!!! P.s ნაბეღლავი მოდის დიდი პარტია

რეზო კიკნაძე: გილოცავთ 37 ევროდ ფრენის პერსპექტივას…

მეკო გელაშვილი: ცოტა ხანში ევროპის ქვეყნებში: — ნიკუშა, ჩამოდი ეიფელიდან, არ გაცივდე. — გიორგი, ვენერა მილოსელს სხვის ხელს ნუ ამაგრებ, არაა მაგისი. — ბავშვიანი ვარ, გადამატარეთ. — ჩემი ნაგავია და სადაც მინდა იქ დავყრი. კიდევ რა ვარიანტები გაქვთ?

ზუკა პაპუაშვილი: ჰე, ავაწყეთ ნაძვის ხეები თავიდან

ბონდო მძინარაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: — თქვენ რომ მიდიოდით, მე მოვდიოდიო. 

ზაზა მჟავია: ევროპამ არიქა მოდითო, ხოდა ახლა სირცხვილი არ გვაჭამოთ და ლილოს სუმკებით არ შეხვიდეთ შენგენში

დათო ნადირაძე: რო ჩახვალთ, ხალხს გაუღიმეთ, ტაბურეტკაზე ხელი არ წაგივიდეთ

მეკო გელაშვილი: კარფური მიგვაქვს თუ იქაც იქნება? ვიზა-ლიბერალიზაცია არის თარხანის ნათესავი დედის მხრიდან.

ზურა ბაუჟაძე: პარიზში ვდგამთ სტენკას.

ლევან გელიაშვილი-ერედელი: გილოცავთ ყველას! იმედია ვინმე დარჩება ქვეყანაში

ბონდო მძინარაშვილი: არ დაგავიწყდეთ გედების ტბაზე ანკესის წაღება. ჰო, შერბურში ქოლგა დაგჭირდებათ

თამარ ქუთათელაძე: გილოცავთ, მოგზაურობის მოყვარულებო! 553/66 კეთილი იყოს თქვენი "მოგზაურობა ევროპაში"

ზაზა მჟავია: სურამში სერგოს ნაზუქს სახელი შეეცვალა და სერჟის ჰამბურგერი აწერია

ზურა დვალი: Дали!… 26Б дали!!!! გილოცავთ!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0