თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა განსახილველად მიეღო იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, რომლითაც უწყება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული იმიგრაციული ბრძანებულების მოქმედების აღდგენას მოითხოვდა — ბრძანებულება სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო შეჩერებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.
მანამდე „როიტერმა“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებამ შაბათს შეიტანა მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში.
გაზეთი Washington Post წერს, რომ სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება იმიგრაციული ბრძანებულების შეჩერების შესახებ, საზოგადოებას უშუალო ზიანს აყენებს.
მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლო — ეს აშშ-ის სააპელაციო ინსტანციის ფედერალური სასამართლოა, რომელიც აიდაჰოს, ალიასკის, არიზონის, ვაშინგტონის, კალიფორნიისა და სხვა შტატების საქმეებს განიხილავს.