ტრამპი: მოსამართლის დადგენილება იმიგრაციის ბრძანებულების შეჩერების თაობაზე სასაცილოა

© AFP 2024 / Brendan Smialowskiდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიეტლის ფედერალური მოსამართლის დადგენილება მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს პრეზიდენტის ბრძანებულების მოქმედებას.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიეტლის მოსამართლის გადაწყვეტილებს იმიგრაციის შესახებ ბრძანებულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ სასაცილო უწოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ეგრეთ წოდებული მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც დაამცირა ჩვენი ქვეყნის მართლწესრიგი, სასაცილოა და გაუქმდება“, — დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ მიკრობლოგში.

​სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის ადმინისტრაციას პარასკევ საღამოს მისცა განკარგულება, ნაწილობრივ შეეჩერებინა ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება მიგრაციის შესახებ. მოსამართლის დადგენილება მთელი ქვეყნის მასშტაბით აჩერებს ბრძანებულების მოქმედებას.

აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულმა ბრძანებულებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია როგორც ამერიკაში, ისე მსოფლიოში. აშშ-ის სენატის „დემოკრატი“ წევრები გეგმავენ წარმოადგინონ კანონპროექტი, რომელიც ბრძანებულების გაუქმებას შესაძლებელს გახდის.

აშშ-ის 15 შტატის გენერალური პროკურორები ტრამპის ბრძანებულებას არაკანონიერად მიიჩნევენ.

ყველა ახალი ამბავი
0