თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მილიარდერმა ვინსენტ ვიოლამ, რომლის კანდიდატურაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არმიის მინისტრად წარადგინა, უარი განაცხადა შეთავაზებაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Military Times-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ვიოლა ვერ შეძლებს „გვერდი აუაროს თავდაცვის სამინისტროს მკაცრ წესებს, რომელიც მის ოჯახურ ბიზნეს-ინტერესებს კვეთს“.
აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ვიოლა პირველია, ვინც ტრამპის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი თქვა.
აშშ-ის არმიის მინისტრი პასუხისმგებელია ადამიანურ რესურსებზე, პერსონალზე, რეზერვის მდგომარეობაზე, შენობა-ნაგებობებზე, შეიარაღების სისტემებსა და მისი შეძენის საკითხებზე, გარემოს დაცვასა და კომუნიკაციებზე. მინისტრის კანდიდატურას წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს სენატი, არ შედის მინისტრთა კაბინეტში და ექვემდებარება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვინსენტ ვიოლას ქონება 1,8 მლრდ დოლარადაა შეფასებული. მის მფლობელობაშია ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბი „ფლორიდა პანტერზი“.