ტრამპის ქალიშვილმა დაბლოკა განკარგულება, რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს არღვევს

© AP/ Evan Agostini ჯერად კუშნერი და ივანკა ტრამპი
ჯერად კუშნერი და ივანკა ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილმა, ივანკამ, რომელიც მის არაოფიციალურ ახლო მრჩეველად ითვლება, მიაღწია იმას, რომ ლგბტ საზოგადოების საკითხის შემცველი პროექტი მის პრეზიდენტ მამამდე არ მივიდა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ტრამპის ქალიშვილმა ივანკამ და მისმა ქმარმა ჯარედ კუშნერმა, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველია დაბლოკა პროექტი, რომელიც ლგბტ საზოგადოების უფლებებს არღვევდა- იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამომცემლობა Politico —ზე დაყრდნობით. 

ლგბტ საზოგადოების უფლებები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სახელმწიფოს მმართველის ოფიალური საიტიდან გაქრა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს გამოქვეყნებული ინფორმაცია, კერძოდ განყოფილება, რომელიც ეკოლოგიასა და ლგბტ-ს ეხება. 

გამოცემის მონაცემებით, ტრამპისთვის მოამზადეს დოკუმენტი, რომელიც ცვლის ობამას 2014 წლის განკარგულებას — სამუშაო ადგილებში ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებების ნებისმიერ დისკრიმინაციას აკრძალვაზე. 

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
CAIR-მა ტრამპის ბრძანებულების არკონსტიტუციურობის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

განკარგულების დოკუმენტის არაოფიციალური ასლი ვაშინგტონში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ცირკულირებდა. ივანკა ტრამპმა და ჯარედ კუშნერმა მიაღწიეს იმას, რომ ეს დოკუმენტი პრეზიდენტის მაგიდაზე არ მოხვდა. 

თეთრ სახლში Politico —ს განუცხადეს, რომ საქმე ეხება დოკუმენტის სამუშაო, შავ ასლს, რომელიც შეიცავს  „გარკვეულ იდეებს“, რაც არაა სავალდებულო, რომ ტრამპის აზრების მსვლელობას შეესაბამებოდეს და სავარაუდოდ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი არც იქნებოდა.  

ამასთან იანვრის ბოლოს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპი არ აპირებს ობამას განკარგულბის გაუქმებას. განცხადების თანახმად ტრამპი ამაყობს იმით, რომ რესპუბლიკელების პარტიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს, თავის მისასალმებელ სიტყვაში ლგბტ —ს ერთობა ახსენა. ამასთან დაპირდა მათ, რომ ძალადობისა და უფლებების დარღვევისგან დაიცავდა. 

რელიგიური კონსერვატორები იმედოვნებენ, რომ ტრამპი ობამას განკარგულებას  შეცვლის. ლგბტ საზოგადოება კი შიშობს, რომ ტრამპი ჰომოსექსუალების დისკრიმინაციას შემოიღებს.

აშშ-ში გაცხარებული დისკუსია მიმდინარეობს იმის თაობაზე,  გახდება თუ არა რელიგიური მოსაზრებები იმის საფუძველი, რომ მაგალითად გეებს რაიმე სახის მომსახურებაში უარი ეთქვათ.

სასამართლოები როგორც წესი, ჰომოსექსუალ კლიენტების მხარეს იჭერენ.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0