CAIR-მა ტრამპის ბრძანებულების არკონსტიტუციურობის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

© AFP 2024 / Nicholas Kammაშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვილფრედო რუისის თქმით, დონალდ ტრამპმა მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, სადაც მას ბიზნესი არ აქვს.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებულება, რომელსაც იმიგრაციულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები შეაქვს, არაკონსტიტუციურია და ის უნდა გაუქმდეს, განაცხადა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს (CAIR) საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ვილფრედო რუისმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„ჩვენ გვესმის, რომ ბრძანებულებები (რომლებიც ტრამპმა გამოსცა იმიგრაციულ შეზღუდვებთან დაკავშირებით) არაკონსტიტუციურია და, გამომდინარე აქედან, ბათილად უნდა გამოცხადდეს“, — აღნიშნა რუისმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, CAIR-მა ვირჯინიის შტატის ფედერალურ სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი ბრძანებულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საპროტესტო აქცია დონალს ტრამპის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: ტრამპის პოლიტიკას ამერიკელთა ნახევარზე მეტი მხარს არ უჭერს

გარდა ამისა, ვილფრედო რუისმა ტრამპის იმიგრაციული ბრძანებულება არაეფექტურადაც შეაფასა.

„სანამ დონალდ ტრამპი ქვეყანაში შემომსვლელი ადამიანების რელიგიურ საფუძველზე დისკრიმინაციას ახდენს, ის წინააღმდეგობას გადააწყდება არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ სასამართლოებშიც“, — განაცხადა მან.

რუისმა ხაზი გაუსვა, რომ დონალდ ტრამპმა მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა, სადაც მას ბიზნესი არ აქვს, ინდონეზიისა და მალაიზიის მსგავს ქვეყნებს კი, სადაც მილიარდერ პრეზიდენტს ოტელები აქვს, იმიგრაციული ბრძანებულება არ შეხებია.

გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი. გარდა ამისა, ბრძანებულება ნებისმიერი ქვეყნიდან ლტოლვილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიიდან — განუსაზღვრელი ვადით. აღნიშნულ ბრძანებულებას საზოგადოების უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0