გამოკითხვა: ტრამპის პოლიტიკას ამერიკელთა ნახევარზე მეტი მხარს არ უჭერს

© REUTERS / Stephanie Keithსაპროტესტო აქცია დონალს ტრამპის წინააღმდეგ
საპროტესტო აქცია დონალს ტრამპის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. დონალდ ტრამპის პოლიტიკას ამერიკელთა დაახლოებით 51% მხარს არ უჭერს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ანალიტიკურ სააგენტო Gallup poll found-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

მმართველობის პირველი რვა დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტის უკმაყოფილება გამოიწვია. ხოლო მის პოლიტიკას მხარს უჭერს 42%. გამოკითხვის ცდომილება, რომელშიც 1 500 ამერიკელი მონაწილეობდა, 3%-ს შეადგენდა.  

როგორც გაზეთი Hill-ი აღნიშნავს, აშშ-ის წინა პრეზიდენტის ბარაკ ობამას საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობამ, რომელიც 2009 წლის იანვარში შეუდგა საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას, მხოლოდ 2011 წლის აგვისტოში მიაღწია 51%-იან ნიშნულს.

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა აშშ-ში ლტოლვილთა მიღება შეაჩერა

გასულ პარასკევს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.

გარდა ამისა, ბრძანებულება ნებისმიერი ქვეყნიდან ლტოლვილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიიდან — განუსაზღვრელი ვადით.

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ბრძანებულებას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში – ბოსტონში, მაიამიში, ნიუ-იორკში,  ფილადელფიაში, ჰიუსტონში, დეტროიტში, ლოს-ანჯელესსა და ატლანტაში.

ყველა ახალი ამბავი
0