თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერის ზიზის, (ზურაბ) შეყილაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა- ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
2016 წლის 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში, ავტოსადგურთან ახლოს, გიორგი მურჯიკნელთან კამათის შემდეგ, ტრანსგენდერი ზიზი შეყილაძე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა და ერთი თვის შემდეგ ტრანსგენდერი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სხდომებზე წარმოდგენილი და გამოვლენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის დამნაშავედ სცნო.
„მან ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამ ვადას, მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულის გამო მოუხდელი ვადაც მიემატა. საერთო ჯამში სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 13 წლით მიესაჯა", — ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიებამ სასამართლოს წარმოუდგინა იმის მტკიცებულება, რომ შეყილაძე და მურჯიკნელი ერთმანეთს 2011 წლიდან, ციხეში ყოფნის დროიდან იცნობდნენ. მკვლელობის მიზეზი კი ტრანსგენდერის აგრესიული მოქმედება გახდა.
„ზიზი შეყილაძის აგრესიული ქმედების საპასუხოდ ბრალდებულმა მას თავში ბეტონის ნატეხი და ყელში სამზარეულოს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. შემდეგ კი რათა შეყილაძე საბოლოოდ გაენადგურებინა, გიორგი მ. კიდევ ერთხელ ჩაარტყა მას ბეტონის ნატეხი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“.-აღნიშნეს სასამართლოზე.