რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დროებითი მოთავსების იზოლატორი გაიხსნა

CC BY-SA 2.0 / Michael Coghlan / Prison Barsსაგამოძიებო იზოლიატორი, არქივის ფოტო
საგამოძიებო იზოლიატორი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
განახლებული ორსართულიანი შენობა აღჭურვილია ახალი ტექნიკით, ავეჯითა და ინვენტარით. სამედიცინო პუნქტში მუდმივად იმყოფება მედიცინის მუშაკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებულ პირებს, კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. რუსთავში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი გაიხსნა, ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახური იტყობინება. 

"განახლებული იზოლატორი, რომლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს. მისი რეკონტრუქციისას გათვალისწინებული იქნა, დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებით, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტები და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები"- ნათქვამია შსს0ს შეტყობინებაში.

მოძრაობა ”არას” აქტივისტები საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს
 

დროებითი მოთავსების იზოლატორების ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის შესაბამისად, შსს მუდმივად ახორციელებს იზოლატორების რეაბილიტაციას. 2015-2016 წლებში, რუსთავის მსგავსად, სრულიად რეაბილიტირდა ქუთაისისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები.

ყველა ახალი ამბავი
0