ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს დრეზდენის პრესტიჟულ ფესტივალზე წარადგენენ

© FB / Exodus კადრი ვახო ჯაჯანიძის ფილმიდან „გამოსვლა“
კადრი ვახო ჯაჯანიძის ფილმიდან „გამოსვლა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც მსხვილი საპრიზო ფონდითაა ცნობილი, წელს 29-ედ ტარდება.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო 4-9 აპრილს ორ ფილმს წარადგენს: ვახო ჯაჯანიძის „გამოსვლასა“ და ნინო შაბურიშვილის „სტუმარს“. 

„გამოსვლა“ კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, ხოლო „სტუმარი“ — სპეციალურ საბავშვო პროგრამაში Kids, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბერლინალეს მთავარი პრიზი „ოქროს დათვი“ - Sputnik საქართველო
2017 წელს ბერლინალეზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ

დრეზდენის მოკლემეტრაჟიანი კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 29-ედ ტარდება და ის, მსგავსი ფორმატის ფესტივალებს შორის, ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საპრიზო ფონდით. 

პირველად ფესტივალი 1989 წელს გაიმართა — ჯერ კიდევ ბერლინის კედლის დაცემამდე.

ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“ 2015 წელსაა გადაღებული „თი-ბი-სი ბანკისა“ და კინოცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ფილმი იმავე წელს გახდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი. ხოლო 2016 წელს სურათი მეინის (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.

რაც შეეხება ნინო შაბურიშვილის „სტუმარს“, მისი პრემიერა 2016 წელს გაიმართა დიდ ბრიტანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფესტივალზე ASFF. ამას გარდა, სურათი წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე, ხოლო ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე (BIAF) პრიზის მფლობელი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0