2017 წელს ბერლინალეზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ

© сайт Берлиналеბერლინალეს მთავარი პრიზი „ოქროს დათვი“
ბერლინალეს მთავარი პრიზი „ოქროს დათვი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 9-დან 19 თებერვლის ჩათვლით გაიმართება, წარადგენს ფილმებს: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, „მზის ქალაქი" და მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ სურათს „ლი-ლე“.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. პირველად საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ ქართველი რეჟისორების ერთდროულად სამი ფილმს უჩვენებენ.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი სათავეს 1951 წლიდან იღებს და კინოსამყაროში კანისა და ვენეციის ფესტივალებთან ერთად ერთ- ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ მოვლენად ითვლება. მისი ძირითადი პრიზია „ოქროს დათვი“. წელს საქართველო კინოპროდუქციის ბაზრის ფოკუსში მოექცა.

„კინოფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება,  რომელზეც აქტიურად მოხდება ქართული კინოსა და საქართველოს, როგორ კინოგადაღებებისთვის მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია“, — ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველო უკვე მეთორმეტედ წარადგენს საკუთარ სტენდს ბერლინალეს ფარგლებში მოწყობილ ევროპული კინოს სტენდზე. 

უცხო სახლი - Sputnik საქართველო
2016 წლის ქართული ფილმების ტოპ-10

ბერლინალეს 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის კინორეჟისორი პოლ ვერხოვენი უხელმძღვანელებს.

ფესტივალის სრული საკონკურსო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის განცხადებით, უკვე ცნობილია, რომ სექცია Forum-ში ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმ „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ ევროპული პრემიერა გაიმართება. 

ამავე სექციაში ასევე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“, ხოლო კატეგორიაში Generation ნათია ნიკოლეიშვილის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმ „ლი-ლეს“ აჩვენებენ, რომლის შექმნაზეც რეჟისორმა ოთხი წელი იმუშავა.

ყველა ახალი ამბავი
0