თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებსაც ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდათ ბრალად, გაათავისუფლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
„ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ საქართველოს ამ ორი მოქალაქე ქალბატონის გათავისუფლების ფაქტი, რომლებსაც საზღვრი უკანონო გადაკვეთა ბრალდებოდათ“, — განუცხადა სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის თანამშრომელმა.
27 იანვარს დაკავებული ორი და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც თითოეულმა 2-2 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости დავით სანაკოევზე დაყრდნობით.
წუხელ ეუთოს წარმომადგენელი სებასტიან კურცი ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ერგნეთში გამართულ შეხვედრაში, რომელიც ინციდენტების აღკვეთისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოეწყო.