თბილისი ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარებას არალეგიტიმურად მიიჩნევს

გამოწერა
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი რესპუბლიკისათვის ახალი დასახელების მინიჭების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

თბილისი, 30 დეკემბერი –Sputnik. ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები ლეგიტიმურად აღიარებული არ იქნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მეთაურის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივის კომენტირებისას.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: აფხაზები და ქართველები მშვიდობისა და სიყვარულის ენაზე უნდა საუბრობდნენ

რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონის დასახელების შეცვლის თაობაზე, შესაძლოა, დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვეს, რომლის ჩატარება 2017 წლის აპრილში იგეგმება. იანვარში თიბილოვი პოლიტსაბჭოს მოწვევას აპირებს ცხინვალის რეგიონისათვის ახალი დასახელების მინიჭების საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ ამ პროცესს რეფერენდუმს ვერანაირად ვერ დავარქმევთ, რადგან ის ყველა ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩვენი უცხოელი პარტნიორები საქმის კურსში არიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გარკვეულ პროცესებს ერქმევა რეფერენდუმი. მათ შედეგებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნია, და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ციხელაშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0