სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიას შემოღობავენ

© Sputnik / Levan Avlabreliბავშვთა სამყარო
ბავშვთა სამყარო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო, მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის სამსახურმა დამწვარი შენობის ჩამონგრევის რისკები შეაფასა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება, იტყობინება თბილისის მერია. 

„უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება”, — ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ხანძარი - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ ქონების ჩამოწერას გეგმავს

თბილისის მერიამ უკვე მიმართა წერილით სს სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ს ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა. 

შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა იყოს კონტროლირებადი და გამოირიცხოს უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა, — აცხადებენ დედაქალაქის მთავრობაში. 


ყველა ახალი ამბავი
0