აშშ-ის ხელისუფლება ირანელ გოგონას ამერიკაში ოპერაციის გაკეთების უფლებას აძლევს

გამოწერა
ირანელმა ექიმებმა ფატემეს დედ-მამას აცნობეს, რომ გოგონას აუცილებლად ესაჭიროება ოპერაცია გულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიღუპება.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ამერიკის ხელისუფლება ირანელ გოგონას აშშ-ში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების უფლებას აძლევს, განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნეტორმა ენდრიუ კუომომ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშიეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
CAIR-მა ტრამპის ბრძანებულების არკონსტიტუციურობის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ამერიკული სააგენტოს მონაცემებით, ბავშვის ოჯახი მანამდე ცდილობდა, მიეღო ტურისტული ვიზა დუბაიში, მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა შორის ირანიცაა, ვიზის აღება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, ექვსიოდე თვის გოგონას, ფატემე რეშადის მშობლებს შინ დაბრუნება მოუხდათ.  

ოჯახის ნათესავის თქმით, რომელიც აშშ-ში, პორტლენდში ცხოვრობს, ირანელმა ექიმებმა ფატემეს დედ-მამას აცნობეს, რომ გოგონას აუცილებლად ესაჭიროება ოპერაცია გულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიღუპება.

„ამ საღამოს სასიხარულო ცნობა მივიღეთ: ფედერალურმა ხელისუფლებამ ფატემე რეშადსა და მის ოჯახს აშშ-ში ჩამოსვლის უფლება მისცა, შესაბამისი დოკუმენტაცია მზადაა“, – ნათქვამია გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „უცხოელი ტერორისტების შეღწევისგან ქვეყნის დაცვის შესახებ“, რომელიც აშშ-ში შესვლას 90 დღით უკრძალავს შვიდი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.

გარდა ამისა, ბრძანებულება ნებისმიერი ქვეყნიდან ლტოლვილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიიდან — განუსაზღვრელი ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0