თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ჩინელმა ჩენ ჩჟიძიუნმა ერთ თვეში 1,7 ათას კილომეტრზე მეტი გაიარა ფეხით, რათა ახალი წელი შინ აღენიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჩინეთის საერთაშორისო რადიოზე (CRI) დაყრდნობით.
ჩინური ახალი წელი, ანუ გაზაფხულის დღესასწაული „ჩუნძე“მთვარის კალენდრით წელს 28 იანვარს დაემთხვა.
ფიტნეს-ინსტრუქტორი ჩენ ჩჟიძიუნი გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჩჟენიდან 2016 წლის 27 დეკემბერს გავიდა და გეზი მშობლიური პროვინცია შენსისკენ აიღო.
ჩენის თქმით, მოგზაურობისას სამი წყვილი ფეხსაცმელი შემოაცვდა და 1,3 ათასზე მეტი დოლარი დახარჯა.
გაირკვა, რომ ეს მისი პირველი ხანგრძლივი მოგზაურობა არ არის ახალი წლის შინ აღნიშვნის მიზნით. ჩენ ჩჟიძიუნს რამდენიმე წლის წინაც გაუვლია იგივე მარშრუტი იგივე მიზნით, თუმცა მაშინ ასობით კილომეტრი ველოსიპედით დაუფარავს.
მანამდე ჩინური მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ველოსიპედისტს, რომელსაც ახალი წლის შინ აღნიშვნა სურდა, გზა აერია და სხვა მიმართულებით იმოძრავა.