საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმების ვადა თარჯიმნებზეა დამოკიდებული

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის სამიტი ბრიუსელში
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმებას უვიზო რეჟიმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის თაობაზე საკანონმდებლო ოქმების გადათარგმნა აფერხებს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას, რომელსაც ევროპარლამენტმა ხუთშაბათს დაუჭირა მხარი, ევროკავშირის საბჭოს ფორმალური თანხმობის გარდა, წმინდა მთარგმნელობითი პროცედურა აფერხებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკავშირის საბჭოში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

„მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმზე გადასვლა ძალაში მიგრანტთა არაკონტროლირებადი შემოდინების შემთხვევაში მისი მოქმედების შეჩერების დამტკიცებული მექანიზმის პარალელურად უნდა შედიოდეს. ამჟამად ამ მექანიზმის თაობაზე საკანონმდებლო ოქმების თარგმნა მიმდინარეობს, პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არ არის“, — განუცხადა სააგენტოს მოსაუბრემ. ამ სამუშაოს დასრულების ვადები მას არ დაუსახელებია.

ფეისბუქი - Sputnik საქართველო
SHENGEN-აცვალე, ანუ ყველაზე სახალისო ფეისბუქ-კომენატრები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე

ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0