თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტზე დანიშნა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის მეთაურის ვებ-გვერდზე პარასკევს გამოქვეყნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-Украина.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე დოლგოვი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლა.
„დაინიშნოს იგორ დოლგოვი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, — ნათქვამია ბრძანებულებაში.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დოლგოვი 2015 წლის მაისიდან იკავებდა. ადრე ის ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელისა და ბელგიაში უკრაინის ელჩის თანამდებობებს იკავებდა.
ადრე საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს იკავებდა ვასილი ციბენკო, რომელიც პოროშენკომ 2015 წლის ივნისში თანამდებობიდან გაათავისუფლა. იმ დროიდან საქართველოში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოვალეობებს გიორგი ნაზაროვი ასრულებდა.