„მგზავრები“ მოსკოვში სოლო-კონცერტს გამართავს

© photo: Mgzavrebi / FB"მგზავრები"
მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოველ მსმენელს ახალი ალბომის „იასამანის“ კომპოზიციებითა და გასული წლების ჰიტებით გაახარებს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. პოპულარული ქართული ფოლკ–როკ ჯგუფ „მგზავრების“ დიდი საგაზაფხულო სოლო-კონცერტი მოსკოვში 23 მარტს გაიმართება.

„მგზავრები“ მოსკოვში როგორც ახალი ალბომის – „იასამანის“ კომპოზიციებს, ისე თავის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯგუფი „მგზავრები“ 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე“, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. 

„მგზავრები“ სტუმრად ურგანტთან - Sputnik საქართველო
„მგზავრები“ სტუმრად ურგანტთან

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრებმა“ რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

2016 წელს „მგზავრებმა“ ათი წლის იუბილე რიგით მეექვსე ალბომის „იასამანის“ გამოშვებით აღნიშნეს, რომელიც მათ მიუძღვნეს „თავის ბაბუებს, ბებიებს, მშობლებს, ოჯახებს, მეგობრებსა და მსმენელებს — ყველას, ვინც ეს ათი წელი ჯგუფთან ერთად იყო“.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0