„მგზავრები“ სტუმრად ურგანტთან

გამოწერა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ჯგუფ „მგზავრებს“ წელს იუბილე აქვს, მას წელს დაარსებიდან 10 წელი უსრულდება. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან და ასევე რუსეთში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით ფოლკ-როკ-ჯგუფი რუსეთის პირველ არხზე გადაცემა „ვეჩერნი ურგანტში“ მიიწვიეს.

„მგზავრებმა“ პოპულარულ შოუში შეასრულეს სიმღერა „ძალა ერთობაშია“. ჯგუფი ახალ ალბომს მოსკოვში, კლუბ Bad Arena-ში 19 ნოემბერს წარადგენს, ხოლო სანქტ-პეტერბურგში კი 25 ნოემბერს კლუბ A2-ში.

რუსეთში ქართველი მუსიკოსები გასტროლებით რამდენჯერმე იყვნენ. შესრულების ინდივიდუალური სტილის წყალობით „მგზავრებმა“ რუსი მსმენელის სიყვარული უკვე მოიპოვა. ჯგუფის მიერ შესრულებული სიმღერები ფოლკლორის, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციის, თანამედროვეობისა და კლასიკური ელემენტების ნაზავია.

ჯგუფი „მგზავრები“ გიგი დედალამაზიშვილმა 2006 წელს შექმნა, თავად გიგი ჯგუფის მთავარი სოლისტია.

ყველა ახალი ამბავი
0