კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ჯორჯ კლუნის „სეზარის“ პრემია გადაეცემა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჯორჯ კლუნი
ჯორჯ კლუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ტექნიკის ფრანგული აკადემია თავისი ქარიზმით, შარმითა და იუმორით მოხიბლა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი ჯორჯ კლუნი ფრანგულ კინოპრემია „სეზარს“ მიიღებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ტექნიკის ფრანგულ აკადემიაზე დაყრდნობით.

„სეზარის“ დაჯილდოების 42–ე ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება.

„თავისი თაობის ერთ–ერთი ყველაზე ქარიზმატული მსახიობი ჯორჯ კლუნი ასხივებს ჰოლივუდის ბრწყინვალებას, რომელიც დიდ კინოვარსკვლავებს ახასიათებს. მისი შარმი, იუმორი, ინდივიდუალურობა, მისი პოზიცია ყოველთვის ჩვენი აღფრთოვანებული ყურადღების ცენტრშია“, — ნათქვამია კინოაკადემიის კომუნიკეში.

ოსკარი - Sputnik საქართველო
„ოსკარი 2017“: ნომინანტი ფილმები და ექსპერტთა პროგნოზები

„სეზარის“ პრემიას 1976 წლიდან კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და ტექნიკის ფრანგული აკადემია კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადასცემს. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად პარიზის თეატრ „შატლეში“ თებერვალში იმართება.

გასულ წელს ნომინაციაში „საპატიო სეზარი“ ჯილდო ამერიკელ მსახიობს მაიკლ დუგლასს გადასცეს.

ყველაზე მეტი „სეზარის“ პრემია მშვენიერ იზაბელ აჯანის ერგო.

რაც შეეხება კლუნის, ის „ოსკარის“ ლაურეატია. მას პრემია მიენიჭა ნომინაციაში "მამაკაცის მეორე პლანის საუკეთესო როლი" ფილმში „სირიანა“ (2006), ასევე ფილმ „არგოს“(2013) პროდიუსირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0