გიორგი ჭანტურია რეაბილიტაციას საქართველოში გადის

© ФК "Урал"გიორგი ჭანტურია
გიორგი ჭანტურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ურალის“ ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 100%-იანი გამოჯანმრთელების შემდეგ გეგმავს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მძიმე ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც ეკატერინბურგის „ურალის“ შემადგენლობაში გამოდის, კარგად მიმდინარეობს, ნათქვამია გუნდის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართველი ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის. ექიმისა და ფიზიოთერაპევტის სიტყვებით, რომელიც ჭანტურიას ჯანმრთელობას აკვირდება, ოპერაციიდან რვა კვირის შემდეგ ფეხბურთელის მდგომარეობა სტაბილურია. 

გიორგი ჭანტურია ყოველ დღეს სატრენაჟორო დარბაზში 6-7 საათს ატარებს
გიორგი ჭანტურია ყოველ დღეს სატრენაჟორო დარბაზში 6-7 საათს ატარებს - Sputnik საქართველო
გიორგი ჭანტურია ყოველ დღეს სატრენაჟორო დარბაზში 6-7 საათს ატარებს

ჭანტურია ყოველ დღეს სატრენაჟორო დარბაზში 6-7 საათს ატარებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ფეხბურთელს მოედანზე დადგენილ ვადაზე ადრე სურს დაბრუნება. 

მათე ვაწაძე ვიბორგის მაისურით - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელების გადაადგილებები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში

როგორც თავად ჭანტურია აცხადებს, ის მუხლის არეში ტკივილს აღარ გრძნობს. ამასთან, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მოედანზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, როდესაც 100%-ით გამოჯანმრთელდება, რადგანაც ის მხარდამჭერების წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს.

ჭანტურიამ რუსეთის პრემიერ-ლიგის მატჩში ("ურალი"-"ლოკომოტივი") მიიღო ტრავმა.  მოგვიანებით ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა, “ურალის“ სამედიცინო შტაბმა კი განმარტა, რომ აღდგენითი პროცესი შეიძლება ნახევარი წელი გაგრძელდეს.

ჭანტურია „ურალის“ შემადგენლობაში გერმანული „დუისბურგიდან“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0