გაბრიაძის „მარიონეტების თეატრი“ მარტში მოსკოვში გასტროლებზე გაემგზავრება

© photo: Sputnik / Evgenia Novozheninaსცენა სპექტაკლიდან
სცენა სპექტაკლიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი რეზო გაბრიაძის „მარიონეტების თეატრი“ მოსკოველ მაყურებელს ოთხ სპექტაკლს აჩვენებს: „რამონა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ტურისტებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და ცნობილი რეზო გაბრიაძის „მარიონეტების თეატრი“ რუსეთის დედაქალაქში საგასტროლოდ მიემგზავრება — მოსკოველები გამოჩენილი ოსტატის შემოქმედების ნახვას 8–26 მარტს შეძლებენ.

გაბრიაძის თეატრი მოსკოვის თეატრალური ცენტრის На Страстном სცენაზე წარდგება. ქართული დასი მოსკოვში ოთხ სპექტაკლს ჩაიტანს: „რამონა“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადი“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“.

ტური სპექტაკლ „რამონათი“ იწყება. ეს არის ორი ორთქლმავლის სიყვარულის ისტორია. მოვლენები ომისშემდგომ სსრკ-ში ხდება, სადაც ორთქლმავალს, სახელად ერმონს ციმბირში სამუშაოდ მიავლენენ, რამონა კი ქმარს პატარა სარკინიგზო სადგურ რიონში ელოდება. როდესაც ქალაქში მოხეტიალე ცირკი „შაპიტო“ გამოჩნდება, რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. დაშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებში ჩაივლის, მაყურებლისთვის ბოლომდე გამოცანად დარჩება.

გაბრიაძის მარიონეტების თეატრმა მოსკოვში 240 თოჯინა ჩაიტანა - Sputnik საქართველო
გაბრიაძის მარიონეტების თეატრმა მოსკოვში 240 თოჯინა ჩაიტანა

შემდეგი სპექტაკლი „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ — კომედია სიყვარულზე. გენერალი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად მიიღებს დეპეშას, რომელიც აცნობებს მას, რომ პარიზში მისი ყველასგან დავიწყებული ბიძა, მარშალი დე ფანტიე გარდაიცვალა. მარშალმა მას ფანტასტიკური ზომების ბრილიანტი სახელწოდებით „დე ფანტიე“ უანდერძა (9747 კარატი). მემკვიდრეობის მისაღებად თავადი მეგობრებთან ერთად პარიზში მიდის. იწყება თავგადასავლები, ინტრიგები, დაუჯერებელი სიტუაციები და, რა თქმა უნდა, გენერლის პირველი სიყვარული.

მესამე დადგმა „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ — ამბავი დიდი გულის მქონე პატარა ჩიტ ბორია გადაიზე. მოქმედება ომისშემდგომ ქუთაისში ვითარდება. მეარღნე ვარლამის სიკვდილის შემდეგ ბორია ბებია დომნას ცხოვრებაში ერთადერთ იმედად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სურდა, ის ქურდობას იწყებს, უყვარდება მშვენიერი ნინელი და მრავალი სახიფათო თუ საინტერესო თავგადასავლის გმირი ხდება. ეს არის დროსა და სივრცის მიღმა არსებული, სიყვარულით, სინათლითა და სითბოთი სავსე ამბავი, რომელიც მაყურებელს რეზო გაბრიაძის ბავშვობის ქალაქის მოგონებებსა თუ ოცნებებში ამოგზაურებს. სპექტაკლი თოჯინების შექმნის ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისთვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.

რეზო გაბრიაძე - Sputnik საქართველო
მოსკოვში „რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი გამოფენა“ მოეწყობა

გასტროლებს დაასრულებს სპექტაკლი “სტალინგრადი” —  მხატვრული კომპოზიციაა, რომელიც ფერწერას, კინოს, პოეზიასა და დრამას აერთიანებს. პიესა აღწერს გმირების ბედს, რომლებიც შემთხვევითობის გამო ექვსთვიანი ბლოკადის ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ჟღალთმიანი ბიჭუნა გაიგებს, რომ მისმა საცოლემ დაარღვია პირობა და სხვას მიჰყვება ცოლად. ეს არის პიესა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ელოდება ქმრის დაბრუნებას და ჩუმად მღერის ბავშვის აკვანთან. ეს არის პიესა დედა-ჭიანჭველაზე, რომელიც ჯარისკაცის ჩექმისგან დაღუპულ საკუთარ შვილს დასტირის. ეს არის პიესა საფორნე ცხენ ალიოშაზე, რომელსაც ცირკის ცხენი ნატაშა შეჰყვარებია…

The New Yorker–ის ვერსიით, „სტალინგრადი“ 2010 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.

ყველა ახალი ამბავი
0