გაბრიაძის მარიონეტების თეატრმა მოსკოვში 240 თოჯინა ჩაიტანა

გამოწერა

რეზო გაბრიაძის მერიონეტების თეატრმა რუსი ჟურნალისტების წინაშე სპექტაკლების ფრაგმენტები წარმოადგინეს, რომლებიც მოსკოვის მუზეუმში  „რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი გამოფენის“ პროექტის ფარგლებში იქნება ნაჩვენები.

მოსკოვის მუზეუმში რეზო გაბრიაძის მასშტაბური მულტიმედიური პროექტი „არაჩვეულებრივი გამოფენა“ გაიხსნა. 

ღონისძიება გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, მხატვრისა და სცენარისტის რეზო გაბრიაძის იუბილეს — 80 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე გაბრიაძის 600-ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ტილო იქნება წარმოდგენილი.  

რეზო გაბრიაძის თეატრი - Sputnik საქართველო
რეზო გაბრიაძის შემოქმედებას მოსკოველები თებერვალში იხილავენ

მარიონეტების თეატრმა მოსკოვში სპექტაკლებისათვის 240–ზე მეტი თოჯინა ჩაიტანა, რომლებიც 30 წლის მანძილზე მზადდებოდა რეზო გაბრიაძისა და მისი მოწაფეების ესკიზების მიხედვით. 

„2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მისი სამყარო შეიქმნება, რომელიც იმ თემებისა და სიუჟეტებისგან იქნება შედგენილი, გაბრიაძეს სხვადასხვა წლებში რომ აღელვებდა. მაყურებელი იხილავს მის მშობლიურ ქუთაისს, მისი თვალებით შეხედავენ ალექსანდრ პუშკინის შემოქმედებას და ძალიან ბევრ ახალს შეიტყობენ პოეტ გალაკტიონ ტაბიძეზე“, — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

მოსკოვის მუზეუმში, მაყურებელთა დარბაზის გვერდით დაიდგმება ცნობილი საათიანი კოშკი, რომელიც გაბრიაძის თბილისური თეატრის შენობას ამშვენებს. და როგორც თბილისში, ისე მოსკოვის მუზეუმის საათშიც, ყოველი სპექტაკლის წინ გამოჩნდება ოქროსფრთებიანი ანგელოზი და ზარის წკარუნით მიიწვევს მაყურებელს წარმოდგენაზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0