რეზო გაბრიაძის შემოქმედებას მოსკოველები თებერვალში იხილავენ

© http://gabriadze.com/ge/რეზო გაბრიაძის თეატრი
რეზო გაბრიაძის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში თებერვალსა და მარტში გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. რეზო გაბრიაძის „არაჩვეულებრივი გამოფენისა“ და მარიონეტების თეატრის წარმოდგენების ხილვა რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებლებს მოსკოვის მუზეუმში 12 თებერვლიდან 20 მარტამდე შეეძლებათ, — ნათქვამია მუზეუმის საიტზე. 

ღონისძიება გამოჩენილი ქართველი რეჟისორისა და სცენარისტის, რეზო გაბრიაძის იუბილეს ეძღვნება, რომელიც წელს 80 წლისა ხდება. იუბილე მოსკოვის მუზეუმში აღინიშნება, რომლიც 120 წლისაა. 

„რეზო გაბრიაძე საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, მწერალი, სკულპტორი, თეატრალური რეჟისორია, რომელსაც პიტერ ბრუკმა „დიდი გამომგონებელი“ უწოდა. მისი სპექტაკლები — ეს მომაჯადოებელი მოქმედებებია: ალეგორიული, ჩახლართული აზრებით, ცვალებადი განწყობით, ემოციურად დატვირთული. დარწმუნებული ვარ, რომ რეზო გაბრიაძის „არაჩვეულებრივი გამოფენა“ სხვა რეალობაში გაგვიტაცებს, რომელთანაც განშორება აღარ მოგვინდება და რომელიც  კვლავ გადაგვიშლის თვალწინ მეტაფორულ და ღრმა სამყაროს, სადაც ყველაფერი მგრძნობიარეა — ცხოველებიც, მექანიზმებიცა და ადამიანებიც“, — ამბობს მოსკოვის მუზეუმის დირექტორი ალინასაპრიკინა. 

ექსპოზიციაში, რომლის სახელწოდებაცაა „არაჩვეულებრივი გამოფენა. თეატრი. მულტიმედია. კინო“, წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრის 600–ზე მეტი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი. ეს ანიმაციის, კინოფილმებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების კომპილაცია იქნება.  

გაბრიაძის მარიონეტების თეატრის სპექტაკლები საღამოობით გაიმართება. სპეციალურად აგებულ დარბაზში, რომელშიც 250 ადგილია, მსახიობთა დასი რუს მაყურებელს წარუდგენს სპექტაკლებს: „სტალინგრადი“, „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“, „ რამონა“ და „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“. სპექტაკლებში 240–ზე მეტი თოჯინა იქნება გამოყენებული, რომლებიც 30 წლის მანძილზე მზადდებოდა რეზო გაბრიაძისა და მისი მოწაფეების ესკიზების მიხედვით. 

ამას გარდა, ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის სტუმრებს რეზო გაბრიაძის სცენარის მიხედვით გადაღებული მხატვრული კინოსურათების — „არ დაიდარდო“, „მიმინო“, „ქინ–ძა–ძა“ და სხვ. — ნახვა შეეძლებათ. 

„2000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მისი სამყარო შეიქმნება, რომელიც იმ თემებისა და სიუჟეტებისგან იქნება შედგენილი, გაბრიაძეს სხვადასხვა წლებში რომ აღელვებდა. მაყურებელი იხილავს მის მშობლიურ ქუთაისს, მისი თვალებით შეხედავენ ალექსანდრ პუშკინის შემოქმედებას და ძალიან ბევრ ახალს შეიტყობენ პოეტ გალაკტიონ ტაბიძეზე“, — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში. 

მოსკოვის მუზეუმში, მაყურებელთა დარბაზის გვერდით დაიდგმება ცნობილი საათიანი კოშკი, რომელიც გაბრიაძის თბილისური თეატრის შენობას ამშვენებს. და როგორც თბილისში, ისე მოსკოვის მუზეუმის საათშიც, ყოველი სპექტაკლის წინ გამოჩნდება ოქროსფრთებიანი ანგელოზი და ზარის წკარუნით მიიწვევს მაყურებელს წარმოდგენაზე. 

გა მოფენის კურატორია რეზო გაბრიაძის ვაჟი — მსახიობი და კინორეჟისორი ლეო გაბრიაძე. გამოფენა სამუშაო დღეებში 10:00–სან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო დასვენებისდღეებში 10:00–დან 16:00 საათამდე.

მარიონეტების თეატრის სპექტაკლებს მოსკოველები იხილავენ: სამუშაო დღეებში 20:00 საათზე, ხოლო გამოსასვლელ დღეებში 17:00 და 20:00 საათებზე. 


ყველა ახალი ამბავი
0