ეუთოს თავმჯდომარე: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები უნდა გამტკიცდეს

© photo: MFA of Georgia / FBსებასტიან კურცი
სებასტიან კურცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეუთოს თავმჯდომარე სებასტიან კურცი საქართველოში ჩამოვიდა და ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველომ ურთიერთობები უნდა გაამყაროს ევროკავშირთანაც და რუსეთთანაც, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

„არ არსებობს „ან–ან“. არ შეიძლება ურთიერთობები მხოლოდ ევროკავშირთან ან მხოლოდ რუსეთთან. პირველიცა და მეორეც შესაძლებელი უნდა იყოს და ეს შესაძლებელი იქნება. საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ უნდა გამტკიცდეს ერთი მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ — რუსეთთან“, — განაცხადა კურცმა.

დიპლომატმა საქართველოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა. გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.

მოსკოვი - Sputnik საქართველო
აბაშიძე: სწორი იქნება, თუ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს გააუქმებს

„საქართველო ძალიან კარგ გზას ადგას, სწორ გზაზეა და ურთიერთობები საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უფრო და უფრო მყარდება“, — აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კურცთან შეხვედრაზე ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

მან ავსტრიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯანელიძემ ასევე აღნიშნა საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი, განსაკუთრებით, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველოსთან ევროკავშირის ვიზების გაუქმება ისტორიული მოვლენაა

კურცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს, ღამით ეწვია. ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ეუთოს თავმჯდომარე ასევე მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატის ფარგლებში შეხვედრაზე ერგნეთში.

წელს 25 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველო ეუთოს წევრი გახდა. ეუთო არის თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებებში, ასევე მონაწილეობს ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებში, რომელიც გალსა და ერგნეთში იმართება.

საქართველო აქტიურად ცდილობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელიც 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დაიბლოკა.

ყველა ახალი ამბავი
0