დასახელდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადები

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა უვიზო რეჟიმის მიღებას ევროკავშირთან გაზაფხულის ბოლოს შეძლებს, ხოლო რეჟიმი სრულფასოვნად ზაფხულში ამუშავდება.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმს 2017 წლის ზაფხულში დაუწესებს, ხოლო მანამდე საბოლოოდ უნდა დაუჭირონ მხარი ე.წ. შეჩერების მექანიზმს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით.

უვიზო რეჟიმის საკითხი უკრაინისთვის განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

„თანამოსაუბრეები ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოში ამტკიცებენ, რომ უკრაინის უვიზო რეჟიმს მხარს დაუჭერენ გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულში ამოქმედდება. ყველაზე ხშირად ვარაუდობენ, რომ უკვე ივლისში უკრაინელები ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურებენ, შესაძლებელია, 1 ივლისიდანაც“, — იუწყება გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე პრემიერი ახალგაზრდებთან ერთად ევროპაში გაემგზავრება

უკრაინისთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად საბოლოოდ უნდა დაუჭირონ მხარი „შეჩერების მექანიზმს“. ახლა ის ითარგმნება, შემდეგ გადათარგმნილ დოკუმენტს კიდევ ერთხელ გაიტანენ შესათანხმებლად ევროპარლამენტში, ამის შემდეგ ის უნდა განიხილონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ელჩებისა და მინისტრების დონეზე, აღნიშნავს გამოცემა.

„პოლიტიკური ბარიერები აქ არ იქნება, დე-ფაქტოდ გადაწყვეტილება მიღებულია, მხოლოდ იურიდიულად არის საჭირო მისი გაფორმება. ბრიუსელში ინსაიდერების შეფასებით, ეს პროცედურა მთლიანობაში დაახლოებით ერთ თვეს დაიკავებს — თებერვლის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან დავამატებთ — შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს“, — აღნიშნულია გამოცემის მასალაში.

გამოცემა იუწყება, რომ მარტში, სავარაუდოდ, უკრაინასთან დიალოგი დაიწყება, აპრილში — დოკუმენტის განხილვა ევროპარლამენტში, მაისში — ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა.

დიალოგი ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ 2008 წელს დაიწყო. 2010 წელს უკრაინას სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ კიევის მიერ ყველა პირობის შესრულება დაადასტურა.

უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მოახდინა, გარდა ნიდერლანდებისა. შეთანხმება წინასწარ საფუძველზე მოქმედებს. დოკუმენტი საბოლოოდ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0