არეულობა „ბავშვთა სამყაროსთან“: პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

© Sputnik / Levan Avlabreliხანძარმა "ბავშვთა სამყარო" გაანადგურა
ხანძარმა ბავშვთა სამყარო გაანადგურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ორი მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ გზა გადაკეტეს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დამწვარ „ბავშვთა სამყაროსთან“ ორი ადამიანის დაკავებით დასრულდა.

საუბარია ადმინისტრაციულ დარღვევაზე — „სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის განკარგულების ან მოთხოვნის დაუმორჩილებლობა“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

ხანძარი - Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტრო დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ ქონების ჩამოწერას გეგმავს

ვითარება „ბავშვთა სამყაროსთან“ შუადღისას გამწვავდა. მოვაჭრეები, რომლებიც სავაჭრო ცენტრში მუშაობდნენ, მეოთხე დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ და ნახევრადდანგრეულ შენობაში შეშვებას ითხოვენ იმ იმედით, რომ გადარჩენილ საქონელს იპოვიან.

მას შემდეგ, რაც დამწვარი შენობა დროებით გაამაგრეს და „უსაფრთხოების დერეფანი“ შექმნეს, იქ მოვაჭრეების ნაწილი შეუშვეს. დანარჩენები პროტესტს აგრძელებენ. პარასკევს მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

შედეგად პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. ინციდენტის დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დამწვარ შენობაში შესვლა საშიშია.

„ვიდრე შენობაში სრულად არ იქნება დაცული უსაფრთხოება, თითოეული ადამიანის შეშვება სარისკოა. მათ არავინ დაუშლის საკუთარი ნივთების გამოტანას. მაგრამ მანამდე სრულად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები“, — განაცხადა ნარმანიამ.

ცეცხლმა შენობის კონსტრუქცია დააზიანა, შედეგად შიდა კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. ნგრევის საფრთხე ამჟამადაც შენარჩუნებულია.

ყველა ახალი ამბავი
0