ვითარება საქართველოს გზებზე: თოვლი და ლიპყინული პრობლემებს ქმნის

© администрация Хелвачауриდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთთან საზღვრის მიმართულებით, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ავტომობილებს მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით უშვებენ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უამინდობა საქართველოში მძღოლებს კვლავ პრობლემებს უქმნის, სპეციალური რეჟიმები მოქმედებს რიგ ავტომაგისტრალზე, მათ შორის სომხეთთან საზღვრის მიმართულებით, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გზების პრობლემურ მონაკვეთებს სადღეღამისო რეჟიმში წმენდენ და ქვიშისა და მარილის ნარევს ყრიან.

ამჟამად საქართველოს გზებზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა საქართველოში: სიტუაცია რეგიონებში

ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

იგივე რეჟიმი მოქმედებს კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე.

ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0