თბილისში ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები გამოიფინება

© photo: Sputnikფიროსმანის ნახატები
ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიროსმანის ტილოებს – „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ რესტავრაცია პროექტ „ფიროსმანის აღდგენის“ ფარგლებში ჩაუტარდა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ცნობილი ქართველი პრიმიტივისტი მხატვრის ნიკო ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ 3-16 თებერვალს „თიბისი გალერეაში“ გამოიფინება.

გამოფენის სტუმრები ამ ნახატებთან ერთად ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის ფონდის კოლექციიდან სხვა ნახატებსაც იხილავენ.

გამოფენა მოსკოვში ფიროსმანიდან დღემდე - Sputnik საქართველო
ქართული ხელოვნება მოსკოვში: „ფიროსმანიდან დღევანდელობამდე“

ნამუშევრებს რესტავრაცია პროექტ „ფიროსმანის აღდგენის“ ფარგლებში ჩაუტარდა, რომელიც მსოფლიო სახელის მხატვრის სურათების რესტავრაციას ითვალისწინებს. ნახატების რესტავრაციაზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში სპეციალისტებმა ნანა მანაგაძემ და ეველინა კარსელმა იმუშავეს.

ნახატები „თამარ მეფე“ და „შოთა რუსთაველი“ ფილოლოგ იოსებ მეგრელიძისა და მისი მეუღლის, თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში ინახებოდა. ოჯახმა 1989 წელს ნახატები თბილისის მეგობრობის მუზეუმს გადასცა, საიდანაც მირზაანში მხატვრის მუზეუმში მოხვდა.

როგორც უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, მანამდე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო ტილოები მრავალმხრივ დამუშავებას საჭიროებდნენ. ამჯერად სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოს მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.

მხატვარი - Sputnik საქართველო
ფიროსმანის ტილო "სვირი" 39 წლის შემდეგ პირველად იქნება გამოფენილი

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და „თიბისი ბანკის“ დაფინანსებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) ცნობილი ქართველი მხატვარია ტრაგიკული ბედით. ის სიღარიბეში ცხოვრობდა და ასევე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოიპოვა მან მსოფლიო აღიარება.

მხატვრის ნამუშევრების უდიდესი ნაწილი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ყველა ახალი ამბავი
0