ფიროსმანის ტილო "სვირი" 39 წლის შემდეგ პირველად იქნება გამოფენილი

© Sputnik / Denis Aslanovმხატვარი
მხატვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1978 წელს ნახატი სერიოზულად დაზიანდა და ნამუშევარი ფართო საზოგადოებისათვის არ გამოფენილა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. 13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის,,სვირი’’ პრეზენტაცია.

დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი,,სვირი’’. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ გამოიფინა (1957 წ; 1968 წ; 1978 წ). 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას. 

“ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ,,სვირი’’ პირველად იფინება დამთვალიერებელთათვის", — ნათქვამია ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
ფიროსმანის ნახატებს რესტავრაცია ჩაუტარდება

ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება,,ნადირობა ინდოეთში’’ და,,დათვი მთვარიან ღამეს’’. 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მუდმივ ექსპოზიციაშია ნიკო ფიროსმანის ისეთი მანუშევრები როგორებიცაა "სააღდგომო ბატკანი", "ტახი", "კრუხი წიწილებით", "ორთაჭალელი ტურფა მარაოთი", "ქალი ყვავილით და ქოლგით", "ძიძა", "ნატიურმორტი" "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან" და "კახეთის მატარებელი". 

წარმოდგენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი მეოცე საუკუნის დასაწყისში მხატვარმა ძმებმა კირილ და ილია ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს თბილისის დუქნებში და მათ კერძო კოლექციებში ინახებოდა. 1928 წელს კირილ ზდანევიჩმა ნახატები მოსკოვში გაიტანა. 1930 წელს კი ამ კოლექციიდან 39 ნახატი შეიძინა და თბილისში ჩამოიტანა ცნობილმა მხატვარმა და საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი შევარდნაძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0