სოსო ცინცაძე: რამდენი ქართველი წავა ევროპაში ლუვრის სანახავად, მომავალი გვიჩვენებს

© photo : Imeda Gogava / FBსოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ევროპისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.

„მე შორს ვარ ეიფორიისგან, თუმცა ვთვლი, რომ ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. პოლიტიკური თვალსაზრისით კი ეს იმას ნიშნავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვებთან შედარებით ჩვენ უფრო პროდასავლურებად გამოვიყურებით“, — აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

Флаг ЕС в Европарламенте - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა

პოლიტოლოგის აზრით, კარგია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ცუდი იქნებოდა, რომ ევროგაერთიანებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მოგზაურობაზე უარი ეთქვა.

„საინტერესო ის იქნება, თუ რამდენი პროცენტით გაიზრდება ევროპის ქვეყნებში ქართველი ტურისტების რიცხვი. არა მგონია, რომ წამსვლელების ბუმი იყოს“, — აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ხოლო რამდენი ქართველი შეძლებს ევროპაში მოგზაურობას ლუვრისა და კოლიზეუმის დასათვალიერებლად, ეს ცნობილი დაახლოებთ 6 თვეში გახდება.

დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 66 ადამიანი იყო, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას მარტში ვარაუდობს

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმებას ისტორიული მოვლენა უწოდა. მან ევროპარლამენტარებს, რომლებიც კენჭისყრაში მიიღებდნენ მონაწილეობას, წინასწარ მადლობა გადაუხადა.

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი მარია გაბრიელი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლომდე ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

მიმდინარე წლის იანვარში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის. დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0