დიდთოვლობის შედეგად აჭარაში სახლი დაინგრა: გარდაცვლილია ერთი ადამიანი

© мэрия Батумиდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლის ჩამონგრევის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძე დაიღუპა. მაშველებმა ოჯახის სამი წევრის გადარჩენა შეძლეს.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის შედეგად დანგრეული კერძო სახლის ნანგრევებმა ხუთსულიანი ოჯახი მოიყოლა, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური.

ბათუმში დიდი თოვლი მოვიდა - Sputnik საქართველო
დიდთოვლობა საქართველოში: სიტუაცია რეგიონებში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში თამაზ გორგაძის საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სახლის ჩამონგრევის შედეგად თავად ოჯახის უფროსი თამაზ გორგაძე დაიღუპა.

მაშველებმა ოჯახის სამი წევრის, მათ შორის, ორსული ქალის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც დედათა და ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რჩება 21-წლის ლადო გორგაძე.

შემთხვევის ადგილზე ხელვაჩაურის რაიონული ადმინისტრაციის უფროსი ნადიმ ვარშანიძე იმყოფება. ადგილობრივი ხელისუფლება მცხოვრებლებს მოუწოდებს სახურავების თოვლისგან გაწმენდაში ერთმანეთს დაეხმარონ.

„ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად სახლის ჩამონგრევის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მინდა მოსახლეობას ვთხოვო, რომ სახლის სახურავების გაწმენდაში ერთმანეთს დაეხმარონ, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, — განაცხადა ვარშანიძემ.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „სიცოცხლის მოსპობა დაუდევრობით“.

ყველა ახალი ამბავი
0