თბილისში „დევისის თასის“ ფარგლებში საქართველო–ფინეთის მატჩის კენჭისყრა შედგა

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისში „დევისის თასის“ ფარგლებში საქართველო–ფინეთის მატჩის კენჭისყრა შედგა
თბილისში  „დევისის თასის“ ფარგლებში საქართველო–ფინეთის მატჩის კენჭისყრა შედგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის „დევისის თასის“ მატჩი საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ფინეთის გუნდის ნომერ მეორე მოთამაშეს ეერო ვასას შორის თამაშით გაიხსნება.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქალაქ თბილისის საკრებულოში 2 თებერვალს „დევისის თასის“ ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩის კენჭისყრა გაიმართა. 

პირველ მატჩს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინეთის ნაკრების მეორე ნომერთან — ეერო ვასასთან გამართავს.

„ახალი სპორტის სასახლის“ კორტზე მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე და სტუმრების ლიდერი პატრიკ–ნიკლას სალმინენი ითამაშებენ.

АТР საჩოგბურთო ტურნირის ბადე - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ვენაში АТР საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

შაბათს, 4 თებერვალს ნაკრებთა შეხვედრა წყვილებში გაიმართება. საქართველოს გუნდის ღირსებას დაიცავს ბასილაშვილი/ცივაძის დუეტი. ფინელების კაპიტანმა კიმ ტილიკაინენმა კი გადაწყვიტა კორტებზე ემილ რუუსუვუორი/ჰარი ჰელიოვაარის წყვილი გამოუშვას.

კვირას, შეხვედრის ბოლო დღეს ბასილაშვილი სალმინენს შეხვდება, ცივაძე კი ვასას.

გუნდების კაპიტნების გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მომენტში ამა თუ იმ ჩოგბურთელის შეცვლა შესაძლებელია.

„კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები ვართ. კარგია, რომ პირველი ბასილაშვილი ითამაშებს. მისი წარმატების შემთხვევაში ეს მთელი გუნდისთვის სტიმული გახდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მატჩის გამარჯვებული შაბათს გაირკვევა, ხუთივე შეხვედრა მაინც გაიმართება. ითამაშებენ თუ არა ჩვენი ახალგაზრდა ჩოგბურთელები — არ ვიცი. ამას მხოლოდ გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძე წყვეტს“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა კენჭისყრის შედეგების კომენტირებისას.

ფინეთის ნაკრების ლიდერმა პატრიკ–ნიკლას სალმინენმა „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, რომ მომავალი მატჩის ფავორიტად საქართველოს ნაკრები ითვლება.

„მათ კარგი გუნდი ჰყავთ და ისეთი მოთამაშე, როგორიც ბასილაშვილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამარჯვების შანსი მაინც გვაქვს, ამისთვის უბრალოდ ჩვენი საუკეთესო ჩოგბურთი უნდა ვაჩვენოთ. ჩვენ ახალგაზრდა, მაგრამ მზარდი გუნდი გვყავს. გამარჯვებისთვის ძალიან უნდა მოვინდომოთ“, — აღნიშნა ფინელმა ჩოგბურთელმა.

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების შემადგენლობა:

ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР რეიტინგით 89–ე პოზიცია)

გიორგი ცივაძე (586)

ზურა ტყემალაძე (რეიტინგის გარეშე)

ვაჟა შუბლაძე (რეიტინგის გარეშე)

ფინეთის ჩოგბურთის ნაკრების შემადგენლობა:

პატრიკ–ნიკლას სალმინენი (745)

ეერო ვასა (997)

ემილ რუუსუვუორი (1511)

ჰარი ჰელიოვარა (რეიტინგის გარეშე)

„დევისის თასის“ მატჩების განრიგი (თბილისის დრო):

პარასკევი, 3 თებერვალი — 12:45 საათი

შაბათი, 4 თებერვალი — 15:00 საათი

კვირა, 5 თებერვალი — 13:00 საათი

ყველა მატჩი თბილისში, ახალ „სპორტის სასახლეში“ გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0