ბასილაშვილი ვენაში АТР საჩოგბურთო ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

© FB / Erste Bank Open (ATP Vienna)АТР საჩოგბურთო ტურნირის ბადე
АТР საჩოგბურთო ტურნირის ბადე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ტომაშ ბერდიხს შეხვდება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ათეულშია.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР 500 სერიის Erste Bank Open-ის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა, რომელიც ვენაში 24 ოქტომბერს იწყება, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საკვალიფიკაციო რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ ბრაზილიელ ტომას ბელუჩის მოუგო (6:2, 7:6), შემდეგ კი მოლდოველ რადუ ალბოტომს (6:3, 0:6, 6:3).

ბასილაშვილის პირველი მეტოქე გამოცდილი ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ათეულშია (მე-10 ადგილი). თავად ბასილაშვილი АТР-ს მსოფლიო რეიტინგში 107-ე პოზიციას იკავებს. აქამდე ეს ორი სპორტსმენი კორტებზე ერთმანეთს არ შეხვედრია.

ტურნირი ავსტრიაში 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი თითქმის 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0