თბილისში როკო ირემაშვილის გამოფენა - „ფატალური საფრთხეები“ გაიმართება

© FB / Роко Иремашвилиროკო ირემაშვილის გამოფენა
როკო ირემაშვილის გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
როკო იმერლიშვილის გამოფენა იმ საფრთხეებს ეძღვნება, რომელიც ადამიანებს თან სდევს დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი 3 თებერვალს გიწვევთ როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე,,ფატალური საფრთხეები”. 

მულტიმედიური პროექტის,,სასიცოცხლო საფრთხეები“ კონცეფცია ასახავს საფრთხეებს, რომელებიც ადამიანს დაბადებამდე და სიცოცხლეშიც უქმნის რისკებს. ეს პროცესი გრძელდება მისი ზრდის, განვითარების, ჩამოყალიბებისა და ხანდაზმულობის დროს. აღზრდის მეთოდები, ყალბი ფასეულობები, სტერეოტიპები — ეს ის ფატალური საფრთხეებია, რომელიც, ავტორის ხედვით, ინდივიდს ავიწროებს, აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.

ფიროსმანის ნახატები - Sputnik საქართველო
თბილისში ფიროსმანის რესტავრირებული ნახატები გამოიფინება

როკო ირემაშვილი 37 წლის თანამედროვე მხატვარია. ის იყო აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. არის მრავალი პროექტის ავტორი. მხატვარი მონაწილეობს ჯგუფურ პროექტებში და ქმნის ინდივიდუალურ გამოფენებსაც. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. 

გამოფენა,,ფატალური საფრთხეები” 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0