ზამთრის თბილისი

გამოწერა

საქართველოს დედაქალაქი — თბილისი თავისი ხედებით არა მხოლოდ ნათელ და მზიან ამინდშია შთამბეჭდავი. ქალაქი ზამთარში, თოვლის დროსაც ლამაზია, თუმცა ცოტა უჩვეულოდ კი გამოიყურება, თბილისში ხომ თოვლი არც თუ ხშირად მოდის.

თბილისის მაცხოვრებლებს თოვლი ბავშვებივით უხარიათ. თოვლი აქ შედარებით იშვიათად მოდის და მალე დნება. ზოგჯერ ზამთარი საერთოდ უთოვლოდ მიილევა ხოლმე.

ჯერ არავინ განიცდის იმას, რომ თოვლი რამდენიმე დღეში დადნება და ქუჩები ატალახდება (რაც უფრო დიდხანს გრძელდება). მანამ თოვლი სახლების სახურავებს, ხეების ტოტებს, ქუჩებს, პარკებსა და ეზოებს ფარავს, ხალხი გულწრფელად ტკბება ქალაქით, რომელიც სულ ცოტა ხნით თითქოს იცვლება, მაგრამ ამავდროულად უცვლელი რჩება.

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლის დროს ძველი სახლები თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანთან ახლოს, სულ სხვაგვარად გამოიყურებიან
ძველი სახლები თბილისის ისტორიულ ცენტრში მეიდანთან ახლოს - Sputnik საქართველო
1/20
თოვლის დროს ძველი სახლები თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანთან ახლოს, სულ სხვაგვარად გამოიყურებიან
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისში თოვლი ძალიან იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ ლღვება
ხედი თოვლიან ძველ თბილისსა და ნარიყალაზე - Sputnik საქართველო
2/20
თბილისში თოვლი ძალიან იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ ლღვება
© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისის ისტორიულ ცენტრს ცვლის, რომელიც ნათელ და მზიან ამინდში უფრო ჩვეულია დასანახად. ფოტოზე - ნარიყალა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათი
ხედი ნარიყალასა და მის ტერიტორიაზე არსებული წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზე - Sputnik საქართველო
3/20
თოვლი თბილისის ისტორიულ ცენტრს ცვლის, რომელიც ნათელ და მზიან ამინდში უფრო ჩვეულია დასანახად. ფოტოზე - ნარიყალა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათი
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ჩქარობენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას - თბილისში თოვლი მოვიდა!
ტურისტები თბილისის ფონზე სურათებს იღებენ ნარიყალას საბაგიროსთან - Sputnik საქართველო
4/20
თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ჩქარობენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას - თბილისში თოვლი მოვიდა!
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ცენტრის სრულად დასანახად, საბაგიროზე გასეირნება შეიძლება
ხედი თბილისის ისტორიულ ცენტრზე საბაგიროს კაბინიდან - Sputnik საქართველო
5/20
თბილისის ცენტრის სრულად დასანახად, საბაგიროზე გასეირნება შეიძლება
© Sputnik / Alexander Imedashviliკაბინის ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. გარდა ამისა, ერთ-ერთ კაბინას მინის ძირი აქვს, თუმცა მასში მოხვედრა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული
ხედი მეტეხის ეკლესიაზე და თბილისის ისტორიულ ცენტრზე საბაგიროს კაბინიდან - Sputnik საქართველო
6/20
კაბინის ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. გარდა ამისა, ერთ-ერთ კაბინას მინის ძირი აქვს, თუმცა მასში მოხვედრა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული
© Sputnik / Alexander Imedashviliკატა ფრთხილად მიდის თოვლში ძველი ქალაქის ერთ-ერთ ეზოში - ცხოველებისთვის ამინდის ასეთი ცვლილებები ასევე უჩვეულოა
კატა ფრთხილად მიდის თოვლში ძველი ქალაქის ერთ-ერთ ეზოში - Sputnik საქართველო
7/20
კატა ფრთხილად მიდის თოვლში ძველი ქალაქის ერთ-ერთ ეზოში - ცხოველებისთვის ამინდის ასეთი ცვლილებები ასევე უჩვეულოა
© Sputnik / Alexander Imedashviliმაიმუნი იავას კუნძულიდან კი მიჩვეულია თოვლსა და ზამთარს - მისი პატრონები ყოველ დღე რამდენიმე საათს ატარებენ ძველ ქალაქში და საკუთარ ცხოველთან ერთად ტურისტებს ფოტოებს უღებენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა
მიუხედავად ზამთრის ამინდისა და თოვლისა, თბილისის ისტორიულ ცენტრში შეგიძლიათ სურათი გადაიღოთ მაიმუნებთანაც - Sputnik საქართველო
8/20
მაიმუნი იავას კუნძულიდან კი მიჩვეულია თოვლსა და ზამთარს - მისი პატრონები ყოველ დღე რამდენიმე საათს ატარებენ ძველ ქალაქში და საკუთარ ცხოველთან ერთად ტურისტებს ფოტოებს უღებენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა
© Sputnik / Alexander Imedashviliდათოვლილი "იაპონური ბაღი" თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების გარეშე დარჩა. ასეთი ამინდის გამო, მისკენ მიმავალ გაყინულ გზაზე, არც თუ ისე ბევრი სტუმარი შეძლებს პარკში მისვლას
დათოვლილი იაპონური ბაღი თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების გარეშე დარჩა - Sputnik საქართველო
9/20
დათოვლილი "იაპონური ბაღი" თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების გარეშე დარჩა. ასეთი ამინდის გამო, მისკენ მიმავალ გაყინულ გზაზე, არც თუ ისე ბევრი სტუმარი შეძლებს პარკში მისვლას
© Sputnik / Alexander Imedashviliბაშვები დროს უქმად არ კარგავენ - თბილისის ყველა ქუჩაზე შენიშნავთ, თუ როგორ გუნდაობენ ბავშვები
თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ბავშვები გუნდაობენ - Sputnik საქართველო
10/20
ბაშვები დროს უქმად არ კარგავენ - თბილისის ყველა ქუჩაზე შენიშნავთ, თუ როგორ გუნდაობენ ბავშვები
© Sputnik / Alexander Imedashviliმეთევზეებს თბილისის სანაპიროზე თოვლი ხელს არ უშლის
მეთევზეები სანაპიროზე ხიდის ქვეშ - Sputnik საქართველო
11/20
მეთევზეებს თბილისის სანაპიროზე თოვლი ხელს არ უშლის
© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესასვლელთან, საბაგიროს ზედა სადგურზე. ქვემოთ ჩასვლას ისინი არ რისკავენ და გზას მარცხნივ მიუყვებიან, ნარიყალასკენ
ტურისტები ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან - Sputnik საქართველო
12/20
ტურისტები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესასვლელთან, საბაგიროს ზედა სადგურზე. ქვემოთ ჩასვლას ისინი არ რისკავენ და გზას მარცხნივ მიუყვებიან, ნარიყალასკენ
© Sputnik / Alexander Imedashviliმტკვარზე მოცურავე რესტორანი ცარიელია, ამინდი სტუმრებისათვის არახელსაყრელია
მცურავი რესტორანი მტკვარზე, თოვლსა და ყინვაში არც ისე კარგი დროა სტუმრების მისაღებად - Sputnik საქართველო
13/20
მტკვარზე მოცურავე რესტორანი ცარიელია, ამინდი სტუმრებისათვის არახელსაყრელია
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ვიწრო ქუჩებში თოვლის დროს თითქოს არავინ დადის, მაგრამ ასე მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს
თბილისის ვიწრო ქუჩები თოვლში - Sputnik საქართველო
14/20
თბილისის ვიწრო ქუჩებში თოვლის დროს თითქოს არავინ დადის, მაგრამ ასე მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს
© Sputnik / Alexander Imedashviliრადგან თბილისში თოვლი მალევე დნება, ავტომობილისტები არ იყენებენ ავტომობილებზე ზამთრის საბურავებს. თუ თოვლი მოდის, მათ ურჩევნიათ 1-2 დღის განმავლობაში არ ისარგებლონ მანქანით და მის გალღობას დაელოდონ
თბილისის ცენტრში დაპარკინგებული დათოვლილი მსუბუქი ავტომობილი - Sputnik საქართველო
15/20
რადგან თბილისში თოვლი მალევე დნება, ავტომობილისტები არ იყენებენ ავტომობილებზე ზამთრის საბურავებს. თუ თოვლი მოდის, მათ ურჩევნიათ 1-2 დღის განმავლობაში არ ისარგებლონ მანქანით და მის გალღობას დაელოდონ
© photo: Sputnikორთაჭალას გადმოჰყურებს თაბორის მთა, რომლის მწვერვალზეც თაბორის ფერისცვალების მონასტერია აგებული 2002 წელს
თაბორის ფერისცვალების მონასტერი თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
16/20
ორთაჭალას გადმოჰყურებს თაბორის მთა, რომლის მწვერვალზეც თაბორის ფერისცვალების მონასტერია აგებული 2002 წელს
© Sputnik / Alexander Imedashviliთაბორის მონასტრის ეზოდან ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება
თბილისის ხედი თაბორის მონასტრის ეზოდან - Sputnik საქართველო
17/20
თაბორის მონასტრის ეზოდან ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება
© Sputnik / Alexander Imedashviliღვინის აღმართთან თბილისის ერთ-ერთი უთავრესი ღირსშესანიშნაობა - "მტირალა კლდეა". ქვებს შორის უკვე ასობით წლის განმავლობაში მოედინება წყალი, რომელსაც ქალაქელები სამკურნალოდ გამოიყენებენ
გაყინული წყალი, რომელიც ავლაბარში, ღვინის აღმართთან მტირალა კლდეზე ჩამოედინება - Sputnik საქართველო
18/20
ღვინის აღმართთან თბილისის ერთ-ერთი უთავრესი ღირსშესანიშნაობა - "მტირალა კლდეა". ქვებს შორის უკვე ასობით წლის განმავლობაში მოედინება წყალი, რომელსაც ქალაქელები სამკურნალოდ გამოიყენებენ
© Sputnik / Alexander Imedashviliქალაქის თავზე აღმართული ნარიყალას კედლები ახლაც დიდებულად გამოიყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი დღემდე ვერ შენარჩუნდა
ქალაქის თავზე აღმართული ნარიყალას კედლები ახლაც დიდებულად გამოიყურებიან, მიუხედავად ნანგრევებისა - Sputnik საქართველო
19/20
ქალაქის თავზე აღმართული ნარიყალას კედლები ახლაც დიდებულად გამოიყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი დღემდე ვერ შენარჩუნდა
© Sputnik / Alexander Imedashviliცოტა ხნით, მაგრამ მაინც, თოვლი თბილისში ნამდვილი ზამთრის შეგრძნებას აღვიძებს
თოვლი ხეებზე - Sputnik საქართველო
20/20
ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, თოვლი თბილისში ნამდვილი ზამთრის შეგრძნებას აღვიძებს
ყველა ახალი ამბავი
0