საქართველოს დედაქალაქი — თბილისი თავისი ხედებით არა მხოლოდ ნათელ და მზიან ამინდშია შთამბეჭდავი. ქალაქი ზამთარში, თოვლის დროსაც ლამაზია, თუმცა ცოტა უჩვეულოდ კი გამოიყურება, თბილისში ხომ თოვლი არც თუ ხშირად მოდის.
თბილისის მაცხოვრებლებს თოვლი ბავშვებივით უხარიათ. თოვლი აქ შედარებით იშვიათად მოდის და მალე დნება. ზოგჯერ ზამთარი საერთოდ უთოვლოდ მიილევა ხოლმე.
ჯერ არავინ განიცდის იმას, რომ თოვლი რამდენიმე დღეში დადნება და ქუჩები ატალახდება (რაც უფრო დიდხანს გრძელდება). მანამ თოვლი სახლების სახურავებს, ხეების ტოტებს, ქუჩებს, პარკებსა და ეზოებს ფარავს, ხალხი გულწრფელად ტკბება ქალაქით, რომელიც სულ ცოტა ხნით თითქოს იცვლება, მაგრამ ამავდროულად უცვლელი რჩება.

თოვლის დროს ძველი სახლები თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეიდანთან ახლოს, სულ სხვაგვარად გამოიყურებიან

თბილისში თოვლი ძალიან იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, რამდენიმე დღის შემდეგ ლღვება

თოვლი თბილისის ისტორიულ ცენტრს ცვლის, რომელიც ნათელ და მზიან ამინდში უფრო ჩვეულია დასანახად. ფოტოზე - ნარიყალა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათი

თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ჩქარობენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას - თბილისში თოვლი მოვიდა!

თბილისის ცენტრის სრულად დასანახად, საბაგიროზე გასეირნება შეიძლება

კაბინის ფანჯრებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. გარდა ამისა, ერთ-ერთ კაბინას მინის ძირი აქვს, თუმცა მასში მოხვედრა მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული

კატა ფრთხილად მიდის თოვლში ძველი ქალაქის ერთ-ერთ ეზოში - ცხოველებისთვის ამინდის ასეთი ცვლილებები ასევე უჩვეულოა

მაიმუნი იავას კუნძულიდან კი მიჩვეულია თოვლსა და ზამთარს - მისი პატრონები ყოველ დღე რამდენიმე საათს ატარებენ ძველ ქალაქში და საკუთარ ცხოველთან ერთად ტურისტებს ფოტოებს უღებენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა

დათოვლილი "იაპონური ბაღი" თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სტუმრების გარეშე დარჩა. ასეთი ამინდის გამო, მისკენ მიმავალ გაყინულ გზაზე, არც თუ ისე ბევრი სტუმარი შეძლებს პარკში მისვლას

ბაშვები დროს უქმად არ კარგავენ - თბილისის ყველა ქუჩაზე შენიშნავთ, თუ როგორ გუნდაობენ ბავშვები

მეთევზეებს თბილისის სანაპიროზე თოვლი ხელს არ უშლის

ტურისტები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შესასვლელთან, საბაგიროს ზედა სადგურზე. ქვემოთ ჩასვლას ისინი არ რისკავენ და გზას მარცხნივ მიუყვებიან, ნარიყალასკენ

მტკვარზე მოცურავე რესტორანი ცარიელია, ამინდი სტუმრებისათვის არახელსაყრელია

თბილისის ვიწრო ქუჩებში თოვლის დროს თითქოს არავინ დადის, მაგრამ ასე მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს

რადგან თბილისში თოვლი მალევე დნება, ავტომობილისტები არ იყენებენ ავტომობილებზე ზამთრის საბურავებს. თუ თოვლი მოდის, მათ ურჩევნიათ 1-2 დღის განმავლობაში არ ისარგებლონ მანქანით და მის გალღობას დაელოდონ

16/20
© photo: Sputnik
ორთაჭალას გადმოჰყურებს თაბორის მთა, რომლის მწვერვალზეც თაბორის ფერისცვალების მონასტერია აგებული 2002 წელს

თაბორის მონასტრის ეზოდან ქალაქზე შთამბეჭდავი ხედი იშლება

ღვინის აღმართთან თბილისის ერთ-ერთი უთავრესი ღირსშესანიშნაობა - "მტირალა კლდეა". ქვებს შორის უკვე ასობით წლის განმავლობაში მოედინება წყალი, რომელსაც ქალაქელები სამკურნალოდ გამოიყენებენ

ქალაქის თავზე აღმართული ნარიყალას კედლები ახლაც დიდებულად გამოიყურებიან, მიუხედავად იმისა, რომ მისი დიდი ნაწილი დღემდე ვერ შენარჩუნდა

ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, თოვლი თბილისში ნამდვილი ზამთრის შეგრძნებას აღვიძებს