ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვები სომხეთის მიმართულებით

© FB / ROADS DEPARTMENT OF GEORGIAგზის გაწმენდა თოვლისგან
გზის გაწმენდა თოვლისგან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ლიპყინულთან და დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქვეყნის ავტომაგისტრალებზე არსებული ვითარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო რიგ ავტომაგისტრალზე, მათ შორის სომხეთის მიმართულებით, სპეციალური რეჟიმები მოქმედებს, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის  გამო სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 75-97-ე კმ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ლიპყინულისა და ძლიერი თოვის გამო ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლიანი ბათუმი - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში: თოვლი და სიცივე მინუს 23 გრადუსამდე

იგივე რეჟიმი მოქმედებს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 0-58-ე კმ მონაკვეთზე, ასევე კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146-ე კმ მონაკვეთზე.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 30-188-ე კმ (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22-ე კმ მონაკვეთზე და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილზე (35-72-ე კმ).

ცუდი მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0