1 თებერვალი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ქვეყნის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით იქნება მინუს 5-0, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი, მაღალ მთაში — ღამით მინუს 16-11, დღისით — მინუს 7-2.
აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 8-3, ხოლო დღისით — მინუს 3 — პლუს 2. მაღალ მთაში ღამით იქნება 17-12 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 10-5.
თბილისში მოსალოდნელია თოვლი და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს. ღამით იქნება მინუს 4, ხოლო დღისით — 0 გრადუსი.
2 თებერვალი, ხუთშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ძირითადად თოვლის სახით და ცვალებადი მოღრუბლულობა.
დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, აღმოსავლეთში კი 17-22 მეტრს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, დღისით — 0-პლუს 5. მაღალ მთაში ღამით 16-11 გრადუსი ყინვა იქნება, ხოლო დღისით — 7-2.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ზოგან კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 13-ს მიაღწევს, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4. მაღალ მთაში ყინვა 17-12 გრადუსს მიაღწევს, ზოგიერთ ადგილას ჰაერის ტემპერატურა მინუს 23 გრადუსამდეც შეიძლება დაეცეს, ხოლო დღისით პლუს 3 გრადუსი ყინვა იქნება.
თბილისში, ძირითადად, უნალექო და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრს, დროდადრო კი შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
ღამით იქნება მინუს 7, ხოლო დღისით — პლუს 3 გრადუსი.