რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ირჩევენ

© photo: Sputnik / Anna Yarovikovaგოგირდის აბანოები თბილისში
გოგირდის აბანოები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, სანამ ავიარეისების ღირებულება არ შემცირდება, აღნიშნა АТОР-ის დირექტორმა მაია ლომიძემ.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია საქართველო, სომხეთი, მოლდოვა და უზბეკეთი, განაცხადა „რუსეთის ტურ-ოპერატორების ასოციაციის” (АТОР) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია ლომიძემ.

დამოუკიდებელი მოგზაურები სულ უფრო ხშირად ამ ქვეყნებს ირჩევენ, ეს ნამდვილი წინსვლაა, აღნიშნა მან.

პოსტსაბჭოთა სივრცის ტერიტორიაზე რუსული ტურიზმის გეოგრაფია უკანასკნელ წელს მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2016 წლამდე ლიდერობდნენ მხოლოდ ბელარუსი და უკრაინა, დანარჩენი ქვეყნები „პასივში იყვნენ“.

„ამჟამად რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან საქართველოთი, სომხეთით, მოლდოვათი და უზბეკეთით. ძირითადად, ეს დამოუკიდებელი ტურიზმია. ტუროპერატორების სეგმენტი აქ ნაკლებად არის წარმოდგენილი, რადგან ტურის ღირებულება ძალიან დიდია“, — განაცხადა ლომიძემ.

საზეიმო სუფრა ქართული კერძებითა და ღვინით - Sputnik საქართველო
Forbes-ი თავის მკითხველს ურჩევს, 2017 წელს საქართველოს ესტუმროს

ტუროპერატორები ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში მოქალაქეებს დასვენების სულ უფრო მეტ ვარიანტს სთავაზობენ, მაგრამ ფრენების სიძვირე ჩარტერული რეისების დანიშვნის საშუალებას არ იძლევა. ყველა ამ ქვეყანას ერთი რამ აერთიანებს – ბილეთის მაღალი ფასი.

მოსკოვი—ტაშკენტი—მოსკოვის ავიაბილეთის საშუალო ფასი დაახლოებით 400 აშშ დოლარს შეადგენს. მოსკოვი—თბილისი—მოსკოვის ბილეთის ღირებულება კი 160 აშშ დოლარიდან იწყება. მოსკოვი—ერევანი—მოსკოვის ბილეთი 135 დოლარი ღირს, მოსკოვი—კიშინიოვი—მოსკოვის ბილეთის ფასია 130 დოლარი.

„2017 წლის იანვარში ერთ–ერთმა ტუროპერატორმა ავიაადგილების ბლოკები შეიძინა და ამით ბილეთის ფასი ცოტათი შემცირდა. ტურისტებს გუდაურში ამგზავრებდნენ და საგზურები ძალიან კარგად გაიყიდა. ექსპერიმენტმა დადებითი შედეგი აჩვენა, — აღნიშნა АТОР-ის დირექტორმა. — შესაძლოა, მომავალში მსგავსი პროგრამები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც განხორციელდეს“.

ლომიძემ ასევე ისრაელის გამოცდილების გაზიარების წინადადება წამოაყენა: ტურისტთა ნაკადის გაზრდის მიზნით გასული წლის პერიოდში ქვეყანა ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს ეილატში ჩამოფრენილ რუსეთის თითოეულ მოქალაქეში 45 ევროს კომპენსაციას უხდიდა. პროგრამამ რუსეთიდან უამრავი ტურისტი მიიზიდა და ეს, სავარაუდოდ, 2017 წელსაც გაგრძელდება.

ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო
რუსი ტურისტების ვიზიტი საქართველოში 2016 წელს 18%-ით გაიზარდა

გარდა ამისა, ექსპერტმა მაგალითის სახით რუსეთში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის მუშაობა მოიტანა. მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა 2016 წელს ძალიან აქტიურად იმუშავეს — ბიზნესის წარმომადგენელთათვის გაცნობით ტურებსა და გამოფენებს აწყობდნენ, სადაც აზერბაიჯანში დასვენების უპირატესობები იყო ნაჩვენები. „და ყველაფერმა ამან მოთხოვნაზე იმოქმედა“, — განაცხადა ლომიძემ.

საჭიროა იმის დანახვა, რომ ყოფილი სსრკ-ის ბაზრის ტევადობა მცირეა. უფრო მეტიც, ცხადია, რომ ტურისტებს ზღვაზე წასვლა ურჩევნიათ, ვიდრე სომხეთში, თუნდაც საინტერესო, ეგზოტიკური საექსკურსიო პროგრამით.

„საქართველოში ზაფხულში ძირითადად შავი ზღვის სანაპიროა მიმზიდველი. ადგილებზე იქ წინასწარ უნდა იზრუნოთ, რადგან ეს ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. სომხეთშიც კომფორტულია ზაფხულის პერიოდში დასვენება. აზერბაიჯანში არის ზღვა, სამკურნალო ტალახი, ექსკურსიები, მაგრამ ზაფხულში ძალიან ცხელა. ყველა ქვეყანას თავისი უპირატესობები გააჩნია“, — აღნიშნა მან დასასრულს.

ყველა ახალი ამბავი
0