Freedom House: საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Freedom House-ის მოხსენების თანახმად, საქართველომ ადამიანის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების რეიტინგში შვიდიდან 3 ქულა დააგროვა.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველომ, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის მოხსენების „თავისუფლება მსოფლიოში 2017“ თანახმად, ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

საქართველომ შვიდიდან სამი ქულა დააგროვა ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა ადამიანის თავისუფლება და პოლიტიკური უფლება. ამასთან, უფრო მეტ თავისუფლებას შეესაბამება 1, ხოლო ყველაზე ნაკლებს — 7.

ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
დემოკრატიის ინდექსში მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს

წინა წლის მსგავსად, საქართველომ 100 შესაძლებელიდან 64 ქულა დააგროვა და რეგიონში თავის მეზობლებს გაუსწრო — ნაწილობრივ თავისუფალ თურქეთსა (38 ქულა) და სომხეთს (45) და არათავისუფალ აზერბაიჯანსა (14) და რუსეთს (20).

თავისუფლების დონე ფასდება 0-დან 100 ერთეულამდე სკალით, სადაც 100 საუკეთესო შედეგია. 195 ქვეყნიდან 87-მა თავისუფალის სტატუსი მიიღო, 59-მა — ნაწილობრივ თავისუფალის და 49-მ — არათავისუფალის.

თავისუფლების დონით რეიტინგის სათავეში დგანან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და კანადა — მათ ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვეს.

ყველაზე ნაკლები თავისუფლებაა სირიაში, ერიტრეაში, ჩრდილოეთ კორეასა და უზბეკეთში.

გასული წლების რეიტინგების მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს 1998 წლიდან ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0